- ჩვენ შესახებ
- გამოფენების მოწყობა
გამოფენების მოწყობა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში დროებითი გამოფენების მოწყობის მსურველებმა წარმოადგინეთ განაცხადი საგამოფენო პროექტის მოკლე აღწერილობით ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის სახელზე, გამოფენის დაწყებამდე არაუგვიანეს 8 თვისა.
განაცხადი წარმოადგინეთ ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში – თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. №3 (ფიზიკური პირის შემთხვევაში მოაწერეთ ხელი; არსებობის შემთხვევაში დაამოწმეთ ბეჭდით) ან სკანირებული ვერსია გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: expo@museum.ge
განაცხადის განხილვის შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევში, შესავსებად ელექტრონულად მოგეწოდებათ საგამოფენო პროექტის სრული სააპლიკაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +(995 32) 2 98 48 11; 555 27 89 11
საკონტაქტო პირი: ნინო კოკოლია-არუნაშვილი