Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კარის ტიმპანი.  X ს.  
შეპიაკი, ქვემო ქართლი
ქვა.  102 X 240 X 56 სმ


სოფელი შეპიაკი და მისი შემოგარენი ხრამჰესის მშენებლობის გამო წყლითაა დაფარული. მშენებლობის დაწყებამდე, 1947 წელს, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეისწავლეს შეპიაკის ერთნავიანი ეკლესია, ხოლო მისი მნიშვნელოვანი ორნამენტული ფრაგმენტები და წარწერები გადმოიტანეს თბილისში და დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ტაძრის სამხრეთ ფასადის კარის მდიდრულად ორნამენტირებული ტიმპანის ცენტრალურ არეზე მოცემულია ქართული ეპიგრაფიკის შესანიშნავი ნიმუში - ასომთავრული წარწერა, რომლის მხოლოდ 7 სტრიქონია შემორჩენილი. წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი აგებულია კლდეკარის ერისთავების, ბაღვაშთა საგვერეულოს წარმომადგენლების რატისა და მისი ძის ლიპარიტის ზეობის ჟამს, ხოლო მშენებლობის დამკვეთი და სულისჩამდგმელია ვინმე ხარვეჩინი.