Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილა.  XI ს.  
კაცხი, იმერეთი
ქვა.  49 X 50 X 20 სმ


კაცხის ექვსაფსიდიანი ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლი, აგებულია ბაღვაშთა საგვარეულოს წამომადგენლის რატი ერისთავთ-ერისთავის მიერ. ტაძარი მდიდრულად იყო შემკული ჩუქურთმებით, თუმცა დღეს შემორჩენილია ფასადთა შემკულობიდან მხოლოდ გარშემოსავლელის და ტაძრის კორპუსის შესასვლელთა მორთულობა, ხოლო ინტერიერში არსებული კანკელიდან ერთი ფილის ფრაგმენტი.