Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

სტელა.  VI ს.  
ბრდაძორი, ქვემო ქართლი
ქვა.  177 X 27 X 29 სმ


კაპიტელით დაგვირგვინებული ქვასვეტი, რომლის დასავლეთ და სამხრეთ წახნაგებზე რელიგიური სიუჟეტები და საერო პირებია გამოსახული.

დასავლეთ ფასადი: კაპიტელზე - ოთხი ანგელოზის მიერ მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია, ქვემოთ - ჩვილედი ღვთისმშობელი წინამდგომლებით; დანარჩენ კვადრატულ არეებზე: ბრმის განკურნება, განრღვეულის განკურნება, წმ. ელისეს სასწაული და ნათლიღება; ქვედა სეგმენტში - აყვავებული ჯვარი.

სამხრეთი  წახნაგი: კაპიტელზე - ღვთისმშობლის სულის ამაღლება, ქვემოთ - ორი სასულიერო პირი საცეცხლურითა და კოდექსით ხელში, შემდგომი ორი სცენა წარმოადგენს ქტიტორთა ოჯახებს, ბოლო ორი კომპოზიცია გაურკვეველია.

მესამე ფასადზე - მცენარეული ორნამენტი;  მეოთხე - სადა.