Museum - კონსერვაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კონსერვაცია

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილი. მათი მოვლა მუზეუმის კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ასპექტია, რომელიც იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: პრევენციული დაცვა, კოლექციების დაზიანების გამომწვევ მიზეზთა კვლევა და რესტავრაცია. ისინი ითვალისწინებს დაზიანებული არტეფაქტების აღდგენა-გამაგრებას მათი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნების მიზნით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიებში მიმდინარე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიზნად ისახავს ძეგლების როგორც გარეგნული სახის აღდგენას, ისე მათი მასალისა და დამზადების ტექნოლოგიის გამოკვლევა-დადგენას.

კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტში ამჟამად ფუნქციონირებს ფერწერის, ქსოვილების, არქეოლოგიური მასალის, ფოტოქაღალდის და პალეონტოლოგიური მასალის სარესტავრაციო ლაბორატორიები.

კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი:

  • არტეფაქტების ტექნიკური კვლევა და დიაგნოსტიკა
  • დაზიანების გამომწვევ მიზეზთა დადგენა
  • პრევენციული კონსერვაციის საერთო სტრატეგიის შემუშავება
  • რესტავრაცია-კონსერვაცია
  • საველე კონსერვაცია
  • სამეცნიერო კვლევები
  • საგანმანათლებლო საქმიანობა

კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ განხორცილებული პროექტები:

  • ეროვნული გალერიის ფონდსაცავებში დაცული კოლექციების კონსერვაცია და ევაკუაცია
  • არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე დაცული კოლექციების ინვენტარიზაცია
  • გამოფენისთვის,,მარადიული ცეცხლი. ქართველ ებრაელთა კულტურა და ყოფა" შერჩეული ექსპონატების- ნაქარგობისა და ქსოვილების რესტავრაცია
  • ხელოვნების მუზეუმში დაცული ნაქარგი გარდამოხსნის რესტავრაცია
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის ,,ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება'' შერჩეული ექსპონატების რესტავრაცია
  • ზიგმუნდ ვალიშევსკის სურათ "ელენა პეტრაკოვსკას პორტრეტის" რესტავრაცია
  • ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ბეთანიის ღვთისმშობლის ხატის კვლევა და რესტავრაცია
  • დმანისის, ძეძვთახევის, კოწახურის, რიონ ყვირილის (უნდოს კასტრული ჭა) არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად აღმოჩენილი პალეონტოლოგიური მასალის რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი საირხისა და მოდინახეს სამაროვნების არქეოლოგიური მასალის რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ნოქალაქევის ექსპედიციის ბაზაზე არსებულ სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიაში 2008 წლის ქართულ-ინგლისური ექსპედიციის მიერ განათხარი მასალის რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ნოქალაქევის ექსპედიციის ბაზაზე არსებულ სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიაში ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია
  • სვანეთის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევა
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური მასალის პირველადი დახმარება ნედლი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში.  „BP საქართველო"
  • უბისის დიდი კარედი  სათავე ხატის წინასაკონსერვაციო კვლევა
  • ვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ტორსის 3D სკანირება (სმითსონის ინსტიტუციის, მუზეუმების კონსერვაციის ინსტიტუტი.)
  • ვანში აღმოჩენილი ორი პოლიქრომული ბალთის რესტავრაცია და ტექნიკური კვლევა (სმითსონის ინსტიტუციის, მუზეუმების კონსერვაციის ინსტიტუტი.)
  • ვანის მინების სკანირების ელექტრომიკროსკოპულ-ენერგოდისპერსიული კვლევა (სმითსონის ინსტიტუციის, მუზეუმების კონსერვაციის ინსტიტუტი.)
  • სვანეთის ისტორიის მუზეუმის ექსპონატების ინვენტარიზაცია (UNESCO)
  • სვანეთის ისტორიის მუზეუმში დაცული უნიკალური ნივთების, შუა საუკუნეების ხელნაწერთა და ხატების დაცვა-კონსერვაცია (აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, (AFCP )
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღჭურვა არადესტრუქციული სპექტრომეტრით (შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდი).
  • საქართველოს ისტორიის მუზეუმის ჭაქვინჯა-გუდავა-ნოქალაქევის ფონდში დაცული რკინისა და ბრინჯაოს არტეფაქტების ქიმიური შემადგენლობის კვლევა
  • პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგიურ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიის და გორის მუნიციპალიტეტის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმუზეუმებში დაცული შუაბრინჯაოს ხანისა და კოლხური კულტურის ლითონის ძეგლების ქიმიური შემადგენლობის კვლევა
  • საქართველოს ისტორიის მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული არტეფაქტების ტექნიკური კვლევა
  • საქართველოს ისტორიის მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიურ კოლექციებში დაცული ბეჭდებისა და ნუმიზმატიკური მასალის რესტავრაცია-კონსერვაცია და რეკონსტრუქცია
  • თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ბრინჯაოს, რკინისა და ძვლის მასალის რესტავრაცია-კონსერვაცია და რეკონსტრუქცია.
  • ვანის ნაქალაქარზე 2007 წელს აღმოჩენილი საგანძურის რესტავრაცია-კონსერვაცია, რეკონსტრუქცია და ტექნიკური კვლევები (ნიუ-ორკის მეტროპოლიტენ და პოლ გეტის მუზეუმები.)
  • საქართველოს როვნული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდებში დაცული არტეფაქტების (ლითონი, მინა, კერამიკა) რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ეროვნულ გალერეაში მოსაწყობი ექსპოზიციისათვის "ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები" შერჩეული ნამუშევრების რესტავრაცია
  • 2011 წელს არმაზციხე-ბაგინეთში აღმოჩენილი ნივთების რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ილმაზლოს არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2011 წელს აღმოჩენილი ნივთების რესტავრაცია-კონსერვაცია და ტექნიკური კვლევა
  • სვეტიცხოვლის ეზოში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობის რესტავრაცია-კონსერვაცია და რეკონსტრუქცია
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის "შუა საუკუნეების საქართველო" პროექტისათვის შერჩეული ექსპონატების (ლითონი, ქვა, ხე, მინა, კერამიკა, მოზაიკა) რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ხელოვნების მუზეუმში დაცული ფერწეული ნამუშევრების რესტავრაცია-კონსერვაცია 
  • VII-X საუკუნეების პალიმსესტების კონსერვაცია. იტალიის საელჩო
  • XI-XII საუკუნეების ხატების კონსერვაცია. შვეიცარიის საელჩო