Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელი.  X ს.  აღდგენილი ფრაგმენტებისგან
ფოთოლეთი, სამცხე-ჯავახეთი
ქვა.  205 X 279,5 X 25 სმ


ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბიდან სამხრეთით 5 კმ-ში, ფოთოლეთის ტყეში მდებარეობს ფოთოლეთის სამეკლესიანი ბაზილიკა. ტაძარი ნაშენია მოვარდისფრო-მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვებით, რომლებიც მხოლოდ პირითა მხრიდანაა მოსწორებული. VIII-IX საუკუნეების ბორჯომის ხეობის სხვა ეკლესიების მსგავსად, ფოთოლეთის ტაძარს ახასიათებს სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა.
1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული  არქეოლოგიური გათხრების შედეგად ტაძარში გამოვლინდა X საუკუნის კანკელი, რომელიც ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.