შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ფილა რელიეფური გამოსახულებით. X ს.
სოხუმის მიდამოები, აფხაზეთი
ქვა. 64 X 39 X 17 სმ
XIX ს-ის ბოლოს სოხუმის მიდამოებში, სოფ. ოლგინსკოეში ერთნავიანი ეკლესიის გათხრებისას აღმოჩენილ იქნა რელიეფური ფილა, რომელიც წარმოგვიდგენს წმინდა ლიტურგიის საზეიმო მომენტს - „დიდ გამოსვლას“ ანგელოზის მონაწილეობითა და კურთხევით. ფილაზე გამოსახულია სამი მდგომარე ფიგურა: ცენტრში - ეპისკოპოსი ორანტას პოზაში, მარჯვნივ - დიაკვანი ერთ ხელში საცეცხლურით, ხოლო მეორეში ბარძიმით და მარცხნივ - ანგელოზი მაკურთხეველი მარჯვენით. რელიეფი სოხუმის მიდამოებიდან ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია ლიტურგიის თემაზე შექმნილ კომპოზიციებს შორის.