Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილები.  VII-VIII სს.  
წებელდა, აფხაზეთი


წებელდის კანკელის ფილები აღმოაჩინა მოსკოვის არქეოლოგიურო საზოგადოების ექსპედიციის ხელმძღვანელმა პ. უვაროვამ აფხაზეთში, სოფ. ოლგინსკოედან 2,5 კმ-ში, ვორონოვის მამულში არსებული დარბაზული ტიპის პატარა ეკლესიის ნანგრევებში, გაიტანა საქართველოდან და გამოფინა მოსკოვში, ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. 1924 წელს ქართული რელიეფური სკულპტურის ეს უნიკალური ნიმუში, რევოლუციამდე საქართველოდან გატანილ სხვა სიძველეებთან ერთად, საქართველოს დაუბრუნდა.

წებელდის კანკელის სიუჟეტური კომპოზიციები ადრეული ქრისტიანული იკონოგრაფიის მიხედვითაა შექმნილი და ამავდროულად სასანური ირანის რელიეფის ხელოვნების დეტალებსაც ითავისებს.

1.    ცენტრალურ არეზე გამოსახულია „ჯვარცმა“ და „აღდგომა“;
მოჩარჩოებაზე: მარცხენა მხარეს - წმინდა პეტრეს სინანული და მისი წამება, მარჯვენა მხარეს - მცირე ფრაგმენტი აბრაამის მსხვერპლშეწირვის კომპოზიციიდან და „ნათლისღება“, ქვედა არეზე - წმინდა ევსტატე პლაკიდას ნადირობის კომპოზიცია და ლიტურგიასთან დაკავშირებული სცენა სასულიერო პირებით, სურითა და სეფისკვერებით.  64 X 86 X 8 სმ
2.    ცენტრში - ჩვილედი ღვთისმშობელი, ზედა ჰორიზონტალურ რიგზე - ორი მხედარი: წმ. გიორგი და წმ. თევდორე. მარცხნივ - „დანიელი ლომების ხაროში“ და შვლის გამოსახულება გაურკვეველი კომპოზიციიდან.  50 X 49 X 11 სმ