Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

ორნამენტირებული ქვა.  XIII ს.  
რკონი, ქართლი  
ქვა.  65 X 43 X 18 სმ


რკონის მონასტერი მდებარეობს მდინარე თეძამის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ჩაჩუბეთთან, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე. XII-XIII სს-ებში რკონზე გადიოდა ჯავახეთთან, თრიალეთთან და ახლი აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო გზა, რამაც ხელი შეუწყო სამონასტრო აღმშენებლობას. განირჩევა მშენებლობის სამი ფენა: I – VII ს-ის, II - XIII-XIV სს-ების, III - XVII-XVIII სს-ების. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა: ღვთიმშობლის სახ. სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია, თამარის ხიდი და სენაკები მონაზვნებისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი მოჩუქურთმებული ქვა XIII საუკუნეში აგებული კარიბჭის სამხრეთ კედელს ამკობდა.
კანკელის ფილაზე შემოგვრჩა მხოლოდ ანგელოზის წელსზედა გამოსახულება და ფრთის ნაწილი.