Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კაპიტელი.  V ს.    
ბოლნისი, ქვემო ქართლი
ასლი, ტონირებული თაბაშირი.  52 X 74 X 34 სმ


ბოლნისის სიონი (478-493) ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო ძეგლია. ღია მწვანე ფერის ტუფით ნაგები სამნავიანი ბაზილიკის ექსტერიერი (ეპოქის შესაბამისად) დეკორის გარეშეა დატოვებული, ხოლო ინტერიერში სვეტებისა და პილასტრების კაპიტელები შემკულია, როგორც  ქვაზე კვეთილი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით, ასევე ჯვრის, ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებით, რომლებიც გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებლებია. ბოლნისის სიონის რელიეფები ნათლად წარმოგვიჩენს წარმართული და ქრისტიანული რელიგიური სიმბოლოების შერწყმის მცდელობას და ასევე სასანური ხელოვნების ნიმუშებთან სიახლოვეს.

საკურთხევლის აფსიდის ჩრდილოეთ პილასტრის სვეტისთავის წინა მხარეს ცხოველთა გამოსახულებები ორ ფრიზად, გვერდით წახნაგებზე - ტოტებგაშლილი ხეები (სიცოცხლის და უკვდავების სიმბოლო).