Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

ჯვრის კვარცხლბეკი.  VIII ს.  
ატენი, ქართლი
ქვა.  46 X 41 X 21 სმ


1907 წელს ივანე ჯავახიშვილმა სოფ. ატენში, მდინარე ტანას ნაპირზე, იოანე ნათლისმცემლის სახ. უგუმბათო ეკლესიაში მიაკვლია ჯვრის კვარცხლბეკს, რომელიც 1920-იან წლებში მისივე თაოსნობით ჩამოტანილი იქნა თბილისში. კვარცხლბეკის საფასადო მხარეს მოცემულია ვეჟან ატენელი მამასახლისის რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: “ესე  ჯ ი ქრისტესი მე ვეჟან ატენელ მამასახლისმან აღვმართე შესავედრებლად და  ს ახსრად სოფლისა ჩემისა და ყოველთა თვს თავყოთანისმცე მელთა ქრისტეისთა: ქრისტე ყოველნი შეგვწყალენ ძალითა ჯ ისა შენის თა ამცნ იყავნ და რომელთა აღ  მოიკითხოთ მევე ჟან ცოდვილი ლოცვასა მიხსენეთ“.