Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილა.  XI ს.
ზედაზენი, ქართლი
ქვა.  105 X 72 სმ


VI  საუკუნეში სირიიდან ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა იოანემ მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად აირჩია წარმართული კერპების სალოცავი ადგილი - ზედაზენის მთა. სამლოცველად მოაწყო ერთი გამოქვაბული, ააგო მცირე სადგომები და დაარსა მონასტერი. გარდაიცვალა 573 წელს და დაკრძალულია მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეკვტერში. VIII ს-ის  III მეოთხედში კათალიკოსმა კლიმენტოსმა ააგო სამნავიანი ბაზილიკა, რომლის ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში ჩართულია VI-VII სს-ების დარბაზული ეკლესია იოანეს ეკვტერით. ამავე ბაზილიკისთვისაა შექმნილი XI ს-ით დათარიღებული ზედაზენის კანკელიც.
გამოსახულია სვიმეონ მესვეტე (უმცროსი).