-
- ღონისძიებები
- ჩატარებული ღონისძიებები
ჩატარებული ღონისძიებები
2022-08-14
პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
2022 წლის 14-15 აგვისტოს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავენ ცნობილი არქეოლოგის, პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას.
2022-08-07
შეხვედრა მხატვარ ზურა აფხაზთან
7 აგვისტოს 16:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მულტიმედიური გამოფენის „ქვების ხმაური“ დახურვის დღეს გაიმართება შეხვედრა ზურა აფხაზთან.
2022-08-05
წიგნი ალბომის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია, ქართველი მხატვრისა და პედაგოგის, დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიმდინარე გამოფენის ფარგლებში.
2022-06-18
ნიკა ემხვარის გამოფენა „სარა ბარა ბზია ბზბოიტ - მე შენ მიყვარხარ“
2022 წლის 18 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი)სიღნაღის მუზეუმში იმართება ახალგაზრდა აფხაზი მხატვრის ნიკა ემხვარის გამოფენა „სარა ბარა ბზია ბზბოიტ - მე შენ მიყვარხარ“.
2022-06-16
გოგი ჩაგელიშვილის ფერწერული შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის ფერწერულ შემოქმედებას XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე
2022-05-16
საერთაშორისო კონფერენცია - "ტექნიკური და სოციალური ინოვაციები კავკასიაში: ევრაზიის სტეპებსა და უძველეს ქალაქებს შორის ძვ
16 მაისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტექნიკური და სოციალური ინოვაციები კავკასიაში: ევრაზიის სტეპებსა და უძველეს ქალაქებს შორის ძვ. IV-III ათასწლეულებში".
2022-04-12
,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
2022 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე გიწვევთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დოკუმენტური ფილმის - ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" ჩვენებაზე.
2022-04-11
2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი წარმოგიდგენთ 2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას. სესიები გაიმართება 11-21 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.
2022-04-05
„ნეანდერტალელები საქართველოში" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
2022 წლის 5 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში" ჩვენება.