მუზეუმები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. მის შემადგენლობაშია: 10 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.
მუზეუმები და გალერეა
სახლ-მუზეუმები