Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილა.  XIII ს.  
ტყემლოვანი, შიდა ქართლი
ქვა.  93 X 90 X 13 სმ


ქოზიფას მონასტერი, იგივე გუგომის კომპლექსი, მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტყემლოვანიდან 3 კმ-ზე. კომპლექსში შედის: ხუთი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთმანეთთან. მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ხუთივე ეკლესია დარბაზულია. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა ქოზიფას კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში.

კომპლექსის მთავარ ნაგებობა - ღვთისმშობლის ეკლესია ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, სტილისტიტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ამავე პერიოდისაა ტაძარში არსებული კედლის მხატვრობა და ექსპოზიციაში წარმოდგენილი, ამ ეპოქისთვის ტიპიური, მთლიანად ორნამენტული დეკორით დაფარული კანკელის ფილაც.