შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
კანკელის სვეტები. XI ს.
შიომღვიმე, ქართლი
კანკელის ფილები. XI ს.
შიომღვიმე, ქართლი
VI საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ დაარსა მონასტერი მცხეთასთან 9-10 კმ-ში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხეობაში. ჩრდილოეთიდან ხეობა იკეტება კლდით, რომელშიც გამოთხრილია გამოქვაბულები, სადაც ცხოვრობდნენ წმ. შიო და ლავრის ბერები. მონასტერი საუკუნეების მანძილზე ნელ-ნელა შენდებოდა. წმ. შიოს სიცოცხლეშივე იქნა აგებული მომცრო ზომის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ასკეტთა და განდეგილთა მამამთავრის იოანე ნათლისმცემლის სახელს ატარებს. XI ს-ში ტაძარს მიაშენეს დასავლეთის ეკვდერი და დადგეს კანკელი.
1. კანკელის სვეტი. 79 X 22 X 21 სმ
2. გამოსახულია „ჯვარცმის“ კლასიკური სცენა: ქრისტე, მარიამი და იოანე მახარებელი. 78 X 66 X 15 სმ
3. გამოსახულია სვიმეონ მესვეტესა და მისი დედის - მართას შეხვედრა.
69 X 79 X 19 სმ
4. გამოსახულია ფეოდალ ევაგრეს და წმ. შიოს შეხვედრა. 72 X 79 X 19 სმ
5. კანკელის სვეტი. 80 X 27 X 27 სმ