ჩვენ შესახებ
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. ის 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე და ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მისი დაარსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო.
გაერთიანების შექმნის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილის, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის თავმოყრა. ეროვნული საგანძურის ეფექტური მართვისთვის მუზეუმმა შემოიღო ერთიანი მართვის სისტემა, ერთიანი სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზა და განსაზღვრა სამუზეუმო პოლიტიკა.
გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ერთიან ქსელს გააჩნია სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერდისციპლინარული ფორმა. ეროვნული მუზეუმი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან და ამით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაყოფიერ საქმიანობას.
ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებულია:
- საქართველოს მუზეუმი
- ხელოვნების მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
- ეროვნული გალერეა
მუზეუმები რეგიონებში:
სახლ-მუზეუმები :
- ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
- იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
სამეცნიერო ცენტრები:
საცავები:
- თბილისის არქეოლოგიური საცავი
- მცხეთის საცავი
- გურჯაანის საცავი