Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

სტელა.  VIII-IX სს.
უსანეთი, ქართლი
ქვა.  100 X 27 X 25 სმ


უსანეთის სტელა ყოველგვარ მოცულობითობას მოკლებული, აბსოლუტურად ბრტელი, სქემატური და ფრონტალური გამოსახულებებით გარდამავალი პერიოდის ქართული რელიეფური სკულპტურის ტიპიური ნიმუშია.
მის მთავარ ფასადზე გამოსახულია: ზედა არეზე - იერუსალიმში შესვლა წარწერით „ბზობაი“,  ქვემოთ - ნათლისღება წარწერით „ნათლისცემაი“, კიდევ ქვევით - ბუნზე მდგარი ჯვარი,
მარჯვენა ფასადზე, მთავარანგელოზები (წმ. მიქაელი და წმ. გაბრიელი) მაიდენტიფიცირებელი წარწერებით, ქვემოთ - წმინდა კვირიკეს თაყვანისცემა, წარწერით:

„ წმ(იდა)ო  კვირიკე  კაცო ლი-ე  შ(ეი)წ(ყალ)ე“.
მარცხენა ფასადზე - ზედა კვადრატულ არეზე - დანიელი ლომთა ხაროში, ქვემოთ, ორ არეზე - მოციქულები და წმინდანები მაიდენტიფიცირებელი წარწერებით,
უკანა ფასადზე: ორი ჯვარი მოკლე ბუნზე, ქვემოთ - წარწერის კვალი და გაურკვეველი კომპოზიცია.