Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილები.  XI ს.  
საფარა, სამცხე  


შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია, დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. საფარის კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა ღვთისმშობლის მიძინების ერთნავიანი ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება და რომელშიც იდგა შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის გამორჩეული ნიმუში - საფარის კანკელი.
1894 წელს პ. უვაროვამ გაიტანა კანკელის ფრაგმენტები საფარიდან და გამოფინა მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ხერსონესისა და ქრისტიანული კავკასიის ძეგლთა დარბაზში. 1922 წელს, მოსკოვისა და ლენინგრადის მუზეუმებსა და ხელნაწერთა განყოფილებებში არსებული ქართული ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა საფარის კანკელის მხოლოდ ფილები, ხოლო ამ კანკელის სვეტები, სავარაუდოდ, დღესაც მოსკოვის მუზეუმის  ფონდებში ინახება.

1.    გამოსახულია “ვედრება“.  110 X 88 X 17 სმ
2.    გამოსახულია “ღვთისმშობლის შობა“.  77 X 140 X 19 სმ
3.    გამოსახულია “ხარება“ და „მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა“.  86 X 72 X 19 სმ
4.    გამოსახულია “მირქმა“.  111 X 67 X 18 სმ