Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

პილასტრის კაპიტელი.  V ს.  
წოფი, ქვემო ქართლი
ქვა.  40 X 83 X 62 სმ


მდინარე ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟორნა) მარცხენა ნაპირზე, წოფის ციხესთან მდგარი წოფის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ძეგლი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩაქცეულია კამარა, ჩამონგრეულია აფსიდი, სამხრეთის მინაშენი საძირკვლის დონეზეა დარჩენილი, თითქმის მთლიანად დანგრეულია დასავლეთის მინაშენიც. ნაგებობა ნაწილობრივ მიწაშია მოქცეული.

გამოფენაზე წარმოდგენილია წოფის ტაძრის კაპიტელი ირმებზე ლომების ნადირობის რელიეფებით, რომელთა დამუშავების ხასიათი და კომპოზიციური მოტივები ახლოს დგას ბოლნისის სიონის რელიეფებთან.