Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კაპიტელის ესტამპი.  XI ს.  
ბაგრატის ტაძარი, ქუთაისი, იმერეთი
ასლი, ტონირებული თაბაშირი.  70 X 112 X 110 სმ


ქუთაისის უდიდესი კათედრალური ტაძარი აგებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ III-ის  მიერ და მის სახელს ატარებს (ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე). ტაძარი, როგორც არქიტექტურული გადაწყვეთით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით, შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების საეტაპო მნიშვნელობის ძეგლია.

ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა ხუროთმოძღვრის შემოქმედებითი ნიჭისა და მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი ბაგრატის კაპიტელის ასლი გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ტაძრის დიდებულების აღსაქმელად. კაპიტელი მთლიანად დაფარულია, როგორც მცენარეული მოტივებით, ასევე ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებით.