Museum - სურათების მოთხოვნა საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სურათების მოთხოვნა

Share
Share

ინსტრუქცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ექსპონატთა ფოტო-ასლების გამოყენებისა და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვის შესახებ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მუზეუმის საცავებსა და საგამოფენო დარბაზებში არსებული, ასევე დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოების მაღალხარისხიანი ელექტრონული ვერსიის გამოყენებასა და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღებას.

მუზეუმთან შეთანხმების საფუძველზე და დადგენილი ტარიფით ანგარიშსწორების შემდგომ საშუალება გეძლევათ მიიღოთ ოფიციალური ნებართვა ექსპონატთა ფოტოების განთავსების თაობაზე: წიგნებში, კატალოგებში, ბროშურებში, ეტიკეტებში, აფიშებში, ინტერიერში, კალენდრებზე, ღია ბარათებზე, დისკების გარეყდებზე, ვებ-გვერდეზე და ა.შ.

ექსპონატთა ფოტოებით სარგებლობის ნებართვისათვის ან მუზეუმის ტერიტორიაზე გადაღების უფლების მისაღებად, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის სახელზე
  2. ხელმოწერილი განცხადება შედგენილ უნდა იქნეს განმცხადებელი ორგანიზაციის ბლანკზე, ან ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული
  3. კერძო პირის განცხადება თანდართული პირადობის მოწმობის ასლით, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით
  4. განცხადებაში მიეთითოს ექსპონატის ფოტოს გამოყენების მიზანი. ბეჭდვით საშუალებებში ფოტოს გამოყენების შემთხვევაში გამოცემის ტირაჟი
  5. მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვისათვის მიეთითოს გადაღების თარიღი და დრო

განცხადება მოგვაწოდეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში, მისამართზე ქ. თბილისი, ფურცელაძის ქ. #3;   ტელ. + (995 32) 299 80 22

* გადაღება დაშვებულია სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გადრა 10:00-დან 17:00 საათამდე.

განცხადების შემოტანის შემდგომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვალდებულია პასუხი გაცნობოთ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფოტო-ვიდეო  გადაღების წესები

  1. გადაღების დროს გადამღებ ჯგუფს სავალდებულოა ახლდეს მუზეუმის თანამშრომელი;
  2. ყველა აპარატურა/მოწყობილობა (სამფეხა შტატივი, კამერა და განათება) მუზეუმის კოლექციიდან სათანადო დისტანციის დაცვით უნდა განლაგდეს. აპარატურა საკმაოდ  შორს უნდა იყოს არტეფაქტიდან, რათა   დაცემის შემთხვევაში ნივთი არ დაზიანდეს;
  3. გადაღების დროს ოპერატორები ერთ ადგილას უნდა იდგნენ, სიარული მიზანშეწონილი არ არის;
  4. საგამოფენო დარბაზში გადაღების დროს, გადამღები ჯგუფი დამთვალიერებლებს ხელს არ უნდა უშლიდეს;
  5. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში დაუშვებელია ამწე და კიბეების მსგავსი ხელსაწყოების შეტანა;
  6. საგამოფენო სივრცეში გადაადგილების დროს დაუშვებელია აპარატურის მხარზე ტარება. ყველა ტიპის აპარატურა (კამერა, განათება, სამფეხა  შტატივი) ოპერატორს ხელში უნდა ეჭიროს.
  7. გადაღების დროს მავთულები/კაბელები ისე უნდა განლაგდეს, რომ მუზეუმის დამთვალიერებლებს ხელი არ შეუშალოს;
  8. ყველა გადამღები ჯგუფი პასუხისმგებელია თავის აპარატურაზე. დამატებით აპარატურას, სკამებს, დამაგრძლებელ მავთულებს,  და სხვა სახის ხელსაწყოებს მუზეუმი არ უზრუნველყოფს;
  9. მუზეუმში აკრძალულია  აეროზოლის, სითხის ან ფხვნილის გამოყენება;
  10. გადაღების დროს ვარცხნილობისა  და მაკიაჟის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის საპირფარეშოში ან მუზეუმის შენობის გარეთ;
  11. საგამოფენო დარბაზებში დასაშვებია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი,  სხვა ტიპის სითხე ან საკვები აკრძალულია;
  12. მუზეუმის დაცვის თანამშრომლების გადაღება  აკრძალულია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია