Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

სტელის ბაზისი.  V-VI ს.  
სათხე, ქვემო ქართლი
ქვა.  40 X 54 X 30 სმ


კაზრეთის ხეობაში არსებული სათხის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა საუკუნეების საეკლესიო ნაგებობებს მოიცავს. მთავარ, დარბაზულ ეკლესიას (X ს.) სამი მხრიდან (სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით) აქვს მინაშენები. ტაძრის კედლებში უძველესი სტელების და მათი ბაზისების ფრაგმენტები იყო ჩაშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთ ეკვდერის აღმოსავლეთ კედლიდანაა ამოღებული V-VI ს-ის სტელის ბაზისი, რომელზეც ქრისტიანული სიმბოლიკის ნიშნებია გამოსახული: წრიული მედალიონი ბოლნური ჯვრით და გვერდებზე  ფრთაგაშლილი ფარშევანგები ყურძნის მტევნებით ნისკარტში (ჯვარი - ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო, ფარშევანგი - უკვდავების სიმბოლო, ხოლო მტევნები ქრისტეს და მარტვილთა სისხლის სიმბოლო).