- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები
ონლაინ ლექცია - „ჰკითხე ქალს...“
8 დეკემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ქეთი ტრაპაიძის ონლაინ ლექციას - „ჰკითხე ქალს..".
ეროვნული მუზეუმის ღონისძიებები განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნის დღიდან ცდილობს, რომ იყოს ადგილი, სადაც მოსვლა, შემეცნება თუ თვითგამოხატვა ყველას შეუძლია. გასული 15 წლის განმავლობაში მუზეუმში მოეწყო ღონისძიებები, რომლებიც გათვლილი იყო განსხვავებული უნარების მქონე ადამიანთა საჭიროებებსა თუ ინტერესებზე.
ონლაინ ლექცია - „ქალი მხატვრები დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში“
ხელოვნების ისტორია არაერთ გამორჩეულ ქალ მხატვარს იცნობს. თუ რატომ არ არსებობდნენ წარსულში დიდი და გენიალური ქალი მხატვრები საკამათო და რთული საკითხია, და ამჟამად, ამ თემით დაინტერესებულნი არიან ფემინისტური ხელოვნების მკვლევრები.
ონლაინ პროგრამა „ქალი - ხელოვანი"
საგანმანათელბლო ონლაინ პროგრამაზე ვისაუბრებთ სხავადასხვა ეპოქის, ქვეყნის თუ მხატვრული მიმდინარეობის წარმომადგენელ ქალ ხელოვანებზე, მათ შორის არიან: არტემიზია ჯენტილესკი, კამილა კლოდელი, გრანდმა მოზესი, ფრიდა კალო, ბერტა მორიზო, ნიკი დე სენ ფალი, მითჰილას ქალი მხატვრები, ასევე ვისაუბრებთ ქართველ ქალ მხატვარზე - ქეთევან მაღალაშვილზე.
#ბავშვებისთვის - ვანის მუზეუმი
გიზიარებთ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით შექმნილ გასაფერადებლებს.
#ბაშვებისთვის - გააფერადე ალექსანდრე ზალცმანი
ეროვნული მუზეუმი „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში, გთავაზობთ გასაფერადებლების ახალ სერიას ბავშვებისთვის.
ონლაინ ლექციების სერია - დავით აღმაშენებლის ეპოქა
27 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების ონლაინ სერიას დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმდროინდელ ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებაზე ხელოვნებასა და კულტურაზე.
მუზეუმის პროგრამა დისტანციური სწავლებისთვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგების და სტუდენტების მხარდასაჭერად, გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს მუზეუმის გამოფენების მიხედვით. 19 ოქტომბრიდან საშუალება გეძლევათ აირჩიოთ ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამიდან თქვენთვის
დავით კაკაბაძე – საგანმანათლებლო პროგრამა და ტური
20 აგვისტოს დაიბადა ქართველი მხატვარი, თანამედროვე მოაზროვნე, ფოტოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი და სტერეოკინოს ერთ-ერთ პირველი გამომგონებელი – დავით კაკაბაძე.