Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კანკელის ფილა.  X ს.  
საორბისი, ქართლი
ქვა.  81,5 X 61 X 15 სმ


საორბისის წმ. გიორგის ეკლესია მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ხოვლედან 8 კმ-ში მდებარეობს. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე მოცემული სამშენებლო წარწერის მიხედვით ტაძარი XII საუკუნეში აუგიათ. მის ნანგრევებს შორის აღმოჩნდა კანკელის 2 ფილა, რომელთაგან ერთი ნაგებობის თანადროულია, ხოლო მეორე უფრო ადრეული ხანისაა. საორბისის ეკლესიის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია სხვა, გეგმარების მიხედვით უფრო ძველი ეკლესიის ნანგრევები. შესაძლოა ეს, X ს-ის კანკელის ფილა ამ ნანგევებიდან იყოს გადმოტანილი საორბისის ეკლესიაში.

კანკელის ფილაზე წარმოდგენილია გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი კომპოზიცია თან დართული ასომთავრული წარწერით: “წ(მიდა)ო  გ(იორგ)ი  შ(ეიწყალ)ე  დ(ე)დ(ა)  ე(რისთავის)აი  ქ(ა)ვთ(ა)რ(ი)სი”.