Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

1. 2. 3. ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის რელიეფები.  VI-VII სს.  
მცხეთა, ქართლი
ასლი, ტონირებული თაბაშირი

 
IVს-ის დასაწყისში წმ. ნინომ მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მთის წვერზე, წარმართული კერპების სანაცვლოდ აღმართა ხის დიდი ჯვარი, რომელიც მთელი კავკასიის საქრისტიანოს თაყვანისცემის საგნად იქცა. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ, ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა, ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომლის ცენტრში მოექცა წმ. ნინოს ხის ჯვარი.
ჯვრის ტაძარზე პირველად გვხვდება ფასადებზე ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებები:
1. დემეტრე ევპატოსისა და ანგელოზის გამოსახულება.  167 X 84 X 6 სმ
2. მაცხოვრის და სტეფანოზ პატრიკიოსის გამოსახულება.  181 X 100 X 6,5 სმ
3. ადრნერსე ევპატოსი შვილით და ანგელოზი.  183 X 122 X 7 სმ


4. ფილა-სტელის ფრაგმენტი.  V-VI სს.  
სამწევრისი, ქვემო ქართლი
ქვა.  34,5 X 29,5 X 8 სმ


სტელა ნაპოვნია ბოლნისის სიონსა და სოფ. ჩათახს შუა 1970 წელს. მუზეუმის თანამშრომელთა სადაზვერვო ექპედიციის (ხელმძღვანელი თ. ქარუმიძე) მიერ დადგინდა, რომ ფილა-სტელა იდგა სოფ. სამწევრიის ტუზ-დაღის სასაფლაოზე, სადაც ეს ადრექრისტიანული ძეგლი გამოყენებული იყო საფლავის ქვად გვიან სამარხზე.
გამოსახულია  ჯვრიანი მედალიონი მაღალ ბუნზე და დიდგვაროვანი  საერო პირი შროშანის ყვავილით (ძალაუფლების სიმბოლო) ხელში. ზედა წახნაგზე მოცემულია ასომთავრული წარწერა, სადაც მოხსენიებულია ვინმე ძალანდუხტი.



5. სტელის ფრაგმენტი.  VI-VII სს.  
წრომი, ქართლი
ქვა.  35 X 25 X 16 სმ


წრომის სტელა მართკუთხა კონფიგურაციისაა, რითაც იგი განსხვავდება ადრექრისტიანული ხანის სხვა სტელებისგან, რომელთა უმეტესობა კვადრატული კვეთისაა. შემორჩენილია ქვასვეტის მხოლოდ ქვედა ნაწილი, რომლის ოთხივე ფასადი დამუშავებულია,
მთავარ, დასავლეთ ფასადზე ოთხი ფიგურის ქვედა ნაწილი და ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, სადაც მოხსენიებულია მამასახლისი გრიგოლი: „ ესე ჯოვარი ქრისტესი მე  მამასახლისმან გრიგოლ ზედა ავმართე სალოცველად ჩვენდა და მოსახსენებლად ...........ა კოვრთხეოვლისა  ............სა“,
გვერდითი ფასადები სტილიზებული მცენარეული ორნამენტითაა შემკული,
უკანა, აღმოსავლეთ ფასადზე ვაზის ორნამენტია შიგ ჩართული ასომთავრული წარწერებით.


6. სკულპტურული ჯვარი.  V ს.  
ბოლნისი, ქვემო ქართლი
ქვა.  24 X 24,5 X 5,5 სმ


ადრექრისტიანული ქართული სტელების თავზე დასამაგრებელი თავისუფალი ჯვარი.


7. სტელის ფრაგმენტი.  V ს.  
ბოლნისის რაიონი, ქვემო ქართლი
ქვა.  11,5 X 10 X 5 სმ


თავისუფალი ჯვრის მკლავი შროშანის გამოსახულებით.


8. სკულპტურული ჯვარი.  V ს.  
წოფი, ქვემო ქართლი
ქვა.  40 X 16 X 6 სმ


ადრექრისტიანული ქართული სტელების თავზე დასამაგრებელი თავისუფალი ჯვარი.