Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

დეკორირებული არქიტრავი.  V-VI სს.  
გულბაღი, ქვემო ქართლი  
ქვა.  98 X 73 X 27 სმ


სოფ. გულბაღი მდებარეობს ქვემო ქართლში, სადახლოსა და ხოჟორნას შორის. სხვა ფრაგმენტებთან ერთად რელიეფი ჩართული იყო სოფლის სამეურნეო ნაგებობის კედელში როგორც დეკორატიული ელემენტი, აქედან გამომდინარე უცნობია კერძოდ საიდან იყო წამოღებული. 1957 წელს ქვა ამოიღეს ნაგებობის კედლიდან და ჩამოიტანეს თბილისში. ქვის დეკორატიული მორთულობის მთავარი ელემენტია მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვარი ფლანკირებული „kost”-ებით (მაზდეიზმის წმინდა თავსაკრავი).