Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share
01.08.2025

უფლისციხე

ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთ შესანიშნავ წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ მეცნიერს, ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, მასწავლებელსა და დიდებულ ადამიანს, დავით ხახუტაიშვილს 2024 წლის 16 იანვარს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდება. მან თავდაუზოგავად იღვაწა საქართველოს წარსულის შესასწავლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხის არქეოლოგიური გათხრების წარმოებისა და მეცნიერულად კვლევის საქმეში. მოვიხმობთ არქეოლოგ ჯურხა ნადირაძის სიტყვებს: „არქეოლოგიური აღმოჩენა ჩასვენებული მზის ხელახალ ამობრწყინებას ჰგავს, იგი შუქს ფენს ბნელით მოცულ შორეულ წარსულს და ხალხს, რომელმაც ეს წარსული შექმნა, სამერმისო გზას უნათებს“. აი, ასე ხელახლა ამოაბრწყინა დავით ხახუტაიშვილმა უფლისციხის ბნელით მოცული შორეული წარსული და დაგვიტოვა დიდი მემკვიდრეობა თავისი ნაშრომების სახით. უფლისციხის კვლევის დიდი მოამაგისადმი პატივისცემის ნიშნად მისი საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ამ გამოცემაში ზოგადადაა მიმოხილული დ. ხახუტაიშვილის ხანგრძლივი სამეცნიერო გზა, განსაკუთრებით გამოკვეთილადაა წარმოდგენილი უფლისციხის კვლევის ისტორია, მისი შედეგები და საილუსტრაციო მასალა.
26.06.2025

ბერიკლდეების ნამოსახლარი. ქალკოლითიდან ადრერკინის ხანამდე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუ-ნდამენტური კვლევებისათვის 2021 წელს დაფინანსებულმა პროექტმა _ „ად-რეული ტაძრიდან კომპლექსურ საზოგადოებამდე: ახალი ინტერპრეტაციები და პერსპექტივები ბერიკლდეების ნამოსახლარიდან“ (გრანტის №FR-21-7297) საშუალება მოგვცა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ეს უნი-კალური კოლექცია ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
10.04.2025

,,ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები)’’-ანგარიში

,,ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები)’’
25.06.2024

“საქართველოს არქეოლოგიისთვის (იბერია-კოლხური პერიოდი).”- 2024

წიგნში ძველი საქართველოს, ძვ.წ. მე-6 - ახ.წ. მე-4 სს., ისტორია-არქეოლოგიის საკითხებია განხილული. ნაშრომში არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების კვლევის საფუძველზე გარკვეულწილად ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიისა და კულტურის მეტ-ნაკლები აღდგენა-წარმოდგენა
26.04.2024

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა 2023 წლის ან

2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა წლიური საანგარიშო კონფერენცია, რომელიც გაიხსნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელ ნინო გედევანიშვილის მოხსენებით
14.02.2024

"იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-18 ნომერი. 2024წ.
15.12.2023

ძვირფასი ლითონების ფონდის პირველი კოლექციები კავკასიის მუზეუმიდან. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

კავკასიის მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა 1852-1919 წლებში.
14.06.2023

კრებ. „კავკასიის არქეოლოგიის საკითხები“ თბ. 2021. ISBN 978-9941-490-48-4.

კრებული ეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გელა გამყრელიძის დაბადებიდან 70-ე წლის იუბილეს.
14.06.2023

გელა გამყრელიძის წიგნი - “კოლხოლოგიური ნარკვევები”, II. 2012.

წიგნში ძველი საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგია-ისტორიის პრობლემური, სადისკუსიო საკითხებია განხილული.
08.06.2023

დოღლაურის სამაროვანი ძვ.წ. XV-VIII საუკუნეები. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

დოღლაურის სამაროვანი საქართველოსა და კავკასიაში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ობიექტია.
05.06.2023

ჟურნალი "იბერია-კოლხეთი", მე-17 ნომერი. 2023წ.

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-17 ნომერი. 2023წ.