შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
სარკმლის თავსართი. VII-VIII სს.
შავი სოფელი, ქვემო ქართლი
ქვა. 95 X 70 X 30 სმ
ხელოვნების მუზეუმის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების თანამშრომელთა მიერ 1967 წელს მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ქოსალარის სიახლოვეს, „შავი სოფლის“ ეკლესიის ნანგრევიდან ჩამოტანილი იქნა სარკმლის თავსართი, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია „უფლის დიდების“ კომპოზიცია.