Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლექციები

მიმდინარეობს კოლექციების განახლება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.

 

ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების გამოყენება მუზეუმთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

 

ქრისტოფის ბრამეა

ანოტაცია:

უძველესი პერიოდის (მიოცენი) რელიქტი და  თალიშის ენდემია. შეტანილია წითელ წიგნებსა და ნუსხებში. ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია ამ სახეობის რამოდენიმე ეგზემპლარი. იშვიათია . საქართველოში ბინადრობდა მისი მონათესავე სახეობა კოლხური ანუ ლედერერის ბრამეა - ledereri Regenhofer,1873 , რომელიც საუკუნეა არავის მოუპოვებია საქართველოს ტერიტორიაზე.

ოჯახი:  Brahmaeidae

გვარი: Brahmaea Walker, 1855

სახეობა: Brahmaea chrystophi Staudinger, 1874 - ქრისტოფის ბრამეა

ეტიკეტი: Azerbaijan, Lencoran, 15.IV.1974 (Didmanidze Leg.)  

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი:
პერიოდი: XX საუკუნე