Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლექციები

მიმდინარეობს კოლექციების განახლება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.

 

ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების გამოყენება მუზეუმთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

 

პალიასტომის ქაშაყი, ღიპა

ანოტაცია:

სიგრძე 19 სმ-მდეა, ნახევრად გამსვლელი ფორმაა.

იკვებება პლანქტონით, ჭიებით, თევზის ქვირითით და წვრილი კიბოსნაირებით.გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბათუმიდან ოჩამჩირემდე, ძირითადად გვხვდება  ფოთისა და ანაკლიის მიდამოებში. მდინარეებში: რიონი, სუფსა, მალთაყვა, ჭურია. პალიასტომის ტბაში. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. საქართველოს ენდემია.

ოჯახი: Clupeidae Cuvier, 1816 - ქაშაყისებრნი 

გვარი: Alosa Linck, 1790 - ალოსა

სახეობა: Alosa caspia palaestomi Sadowsky, 1934 - პალიასტომის ქაშაყი, ღიპა 

მოპოვებულია შავ ზღვაში, ფოთთან 6.10.1979 წელს

Leg: ნ.ნინუა

Det: ნ.ნინუა

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი:
პერიოდი: XX საუკუნე