Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლექციები

მიმდინარეობს კოლექციების განახლება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.

 

ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების გამოყენება მუზეუმთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

 

ზვიგენი, კატრანი, ზღვის ძაღლი

ანოტაცია:

სიგრძე 2 მეტრამდეა, ჩვეულებრივ  105-140 სმ, წონა 15 კგ-მდე. შავ ზღვაში გვხდება 3-დან 20 წლამდე ასაკის ინდივიდები.

შავი ზღვის სანაპიროზე ყველგანაა გავრცელებული. ატლანტიკის ოკეანის დასავლეთ ნაწილში გრენლანდიიდან არგენტინამდე,  აღმოსავლეთ ატლანტიკაში ისლანდიასა და მურმანსკიდან (რუსუთი) სამხრეთ აფრიკამდე, ხმელთაშუა ზღვაში, დასავლეთ წყნარ ოკეანეში ბერინგის ზღვიდან ახალ ზელანდიამდე, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ბერინგის ზღვიდან ჩილემდე. იშვიათად შედის აზოვის ზღვაში.სარეწაო მნიშვნელობის თევზია.

ოჯახი: Squalidae Blainvile 1816 - კატრანისებრნი 

გვარი: Squalus Linnaeus, 1758 - კატრანები 

სახეობა: Squalus acanthias Linnaeus, 1758 - ზვიგენი, კატრანი, ზღვის ძაღლი 

მოპოვებულია შავ ზღვაში, ქობულეთთან, 5.06.2002 წელს. 

Leg: ნ.ნინუა

Det: ნ.ნინუა

 

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი:
პერიოდი: XXI საუკუნე