Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლექციები

მიმდინარეობს კოლექციების განახლება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.

 

ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების გამოყენება მუზეუმთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

 

ლოცმანი

ანოტაცია:

სიგრძე 60 სმ-მდე.

პელაგიური თევზია, ბინადრობს ზღვის და ოკეანეების გაშლილ ღია სივრცეებში. ახასიათებს მსხვილ თევზებთან და გემებთან სიახლოვე (დაცურავს მათთან ერთად).გავრცელებულია ბოსფორში, ატლანტიკურ ოკეანეში ამერიკის სანაპიროებთან კუნძულ კოდიდან ინდოეთამდე.

ჩრდილოეთ ევროპის სანაპიროებთან ლამანშამდე. იშვიათია ჩრდილოეთის და ინდოეთის ზღვებში აფრიკის სანაპიროებთან, წყნარ ოკეანეში, იაპონიაში, ჰავაის კუნძულებთან. შავ ზღვაში გვხვდება იშვიათად.სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. უიშვიათესი თევზია.

ოჯახი: Sciaenidae Regan, 1913 - სციენისებრნი

გვარი: Naucrates Rafinesque, 1810 - ლოცმანები

სახეობა: Naucrates ductor Linnaeus, 1758 - ლოცმანი

მოპოვებულია ბოსფორში 1886 წელს

Leg: ა. ბრანტი

Det: ა. ბრანტი

 

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი:
პერიოდი: XIX საუკუნე