Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

შავი ზღვის კამბალა, კალკანი

ანოტაცია:

სიგრძე 85 სმ-მდეა. იშვიათად 12 კგ-მდეა.

ზღვის მარილიანი წყლის ბინადარია. მტაცებელი, მრავლდება მარტი-ივლისამდე. ტოფობის პიკი მაისშია. შავი ზღვის მთელ სანაპიროზეა გავრცელებული. იშვიათია აზოვის ზღვის სამხრეთ და ჩრდილო სანაპიროზე. გვხვდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და ადრიატიკის ზღვაში. შედის მდინარეების დნეპრის და დნესტრის შესართავებში.სამეურნეო მნიშვნელობა დიდი არა აქვს. დღეისათვის მარაგი ძლიერ შემცირებულია. 

ოჯახი: Scophthalmidae - კალკანისებრნი, რომბისებრნი

გვარი: Scophthalmus Rafinesque, 1810 - კალკანები, რომბები 

სახეობა: Scophthalmus maeoticus Pallas, 1811 - შავი ზღვის კამბალა, კალკანი

მოპოვებულია შავ ზღვაში, ბათუმთან, 05.1899 წელს

Leg: გ. რადე და ჯ. კავრაისკი

Det: ნ. ნინუა

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XIX საუკუნე

ბუნების ისტორია