Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ხმალ-თევზა

ანოტაცია:

სიგრძე 3,5-4,5 მეტრამდე. წონა 100-150 კგ.

ღია ოკეანის თევზია, იშვიათად გვხვდება სანაპირო ზოლში.

შავ ზღვაში შემოდის ბოსფორიდან ერთეულების სახით. მაისში, იშვიათად აპრილში, საიდანაც აგვისტოში ისევ ბრუნდება ბოსფორში. გვხვდება კავკასიის, ყირიმის, თურქეთის სანაპიროებთან. აღნიშნულია ჭერის შემთხვევები აზოვის ზღვაშიც.ფართოდაა გავრცელებული დედამიწის ორივე ნახევარსფეროში.

უმეტესად ატლანტიკის, ინდოეთის და წყნარ ოკეანეების სუბტროპიკულ ნაწილებში, ატლანტიკური ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთით სენეგალიდან ერთეულების სახით ისლანდიამდე, ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოს ზღვებში.

სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ოკეანური თევზჭერის სერიოზული ობიექტი. შავ ზღვაში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ოჯახი: Xiphiidae Regan, 1909 - ხმალთევზისებრნი 

გვარი: Xiphias Linnaeus, 1758- ხმალთევზები  

სახეობა: Xiphias gladius Linnaeus, 1758 - ხმალ-თევზა

მოპოვებულაი ხმელთაშუა ზღვაში 1868 წელს

Leg: ა. ბრანტი

Det: ნ. ნინუა

 

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XIX საუკუნე

ბუნების ისტორია