https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9

my latest blog postcontentmy sitephone case pursewww.advancedbiofuel.net

?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share
2022-05-17

ბოლნისის მუზეუმის საერთაშორისო აღიარება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ დასახელდა კონკურსის - "ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად.
2021-12-07

ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლისა და საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
2021-11-07

THE CURIOUS CASE OF DMANISI - დმანისის აღმოჩენები National Georaghic-ის წიგნში

დმანისში ჰომინიდების აღმოჩენა National Geographic-ის მიერ გამოცემულ წიგნში "დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“ (2021) დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან 100 აღმოჩენას შორის.
2019-11-22

ეროვნული მუზეუმი 2019 წლის ყველაზე მეტად რეკომენდირებულ ტურისტულ ადგილად დასახელდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2019 წლის ყველაზე მეტად რეკომენდირებულ ტურისტულ ადგილად დასახელდა 

2017-10-09

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ,,ქართული ღვინის ორდენით’’ დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ,,ქართული ღვინის ორდენით' საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (Cite des Civilisations Du Vin) ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენისა და გამოფენის - ,,საქართველო - მეღვინეობის აკვანი" ორგანიზებისთვის.  

2016-09-28

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად საქართველოში. მუზეუმი დაჯილდოვდა 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ღონისძიება 28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის მუზეუმს უკვე მესამე წელია გადაეცემა. 

2016-04-11

სვანეთის მუზეუმი ნომინირებულია სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

ევროპის ,,2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 9 აპრილს ტოლოზასა და სან სებასტიანში (ესპანეთი) გაიმართა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ფორუმის მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.

2015-07-06

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის. 

 

 

https://www.traditionrolex.com/9