Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2015-04-28

ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის ნამუშევრების გამოფენა

1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორიშო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით 18 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 2007 წლის 18 მაისს 17.00 საათზე საქართველოს ეროვული მუზეუმი გიწვევთ ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის გამოფენის გახსნაზე.

 

 

2012-02-15

ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილე

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.

2017-01-27

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში

2017 წლის 30 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად შემუშავებული პროგრამის „ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" ფარგლებში.   

2016-12-22

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

2016 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაციაზე.

 

 

2012-03-23

ელენე ახვლედიანი - დაბადებიდან 113 წელი

ელენე ახვლედიანის (1898-1975)შემოქმედებას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადეგილი უჭირავს. მხატვრის ინდივიდუალიზმი ყველაზე ნათლად პეიზაჟურ ფერწერაში გამოვლინდა, რადგან იგი იყო ფერწერის რეალისტური ჟანრის მიმდევარი და უპირატესობას ნატურიდან მუშაობას ანიჭებდა.

2010-05-07

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35 წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენეახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35წელს აღნიშნავს. როგორც მხატვრისსიცოცხლეში, ახლაც რომანსებისა და პოეზიისსაღამო გაიმართება.

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 11:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.


ბილეთების საფასური

ზრდასრული 3ლ
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.

გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

 


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ლეო ქიაჩელის ქუჩა 12
ტელ.: (+995 32) 299 74 12
ელ-ფოსტა:info@museum.ge

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წლის 18 აპრილს გაიხსნა. ის ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით მიეკუთვნება ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც დაცულია 3,000-ზე მეტი ექსპონატი: მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, ფოტომასალა, პირადი არქივი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

ელენე ახვლედიანის სახლი - სახელოსნო, ყოველთვის იყო გამოჩენილ შემოქმედთა თავშეყრისა და შემოქმედებითი ურთიერთობების ადგილი. ეწყობოდა თემატური და პერსონალური გამოფენები და საღამოებმუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით. სახლ-მუზეუმში კვლავ ფევს ის განუმეორებელი ატმოსფერო, რომელშიც მხატვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა; გრძელდება ყველა ის ტრადიცია, რომელიც მხატვარმა დაამკვიდრა და ხალხს დაუტოვა, ისევე როგორც მთელი თავისი შემოქმედება.