https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2023-05-10

მაკა ბატიაშვილი „სიჩუმის დარღვევა"

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“.
2023-05-10

გელა პატიაშვილი პერსონალურ გამოფენა „ჩვენ - გადარჩენილები“

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენას „ჩვენ - გადარჩენილები“
2023-04-25

გურამ ხიტა ქუთათელაძე „ლანდშაფტის მაგია“

2023 წლის 23 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გურამ (ხიტა) ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა „ლანდშაფტის მაგია“ და გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგანიზატორი - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და ბაია გალერეა; კურატორი ბაია წიქორიძე გახლავთ. გამოფენაზე ეროვნული მუზეუმის ფონდიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან მხატვრის 35 ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
2023-04-12

ჩინგიზ ფარზალიევი- "დროის საფეხურებზე"

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ჩინგიზ ფარზალიევის, გამოფენას - „დროის საფეხურებზე“.
2023-04-11

შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
2020-09-16

გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა

საქართველო ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტულ გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

2020-02-27

მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network წარმოგიდგენთ გამოფენას „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი".

2020-02-24

გიორგი გუგუშვილის გამოფენა „კალიგრაფიული კომპოზიციები“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენას „კალიგრაფიული კომპოზიციები" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

2019-12-19

„ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130" ეროვნულ გალერეაში

დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას, სიღნაღის მუზეუმის შემდეგ, ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ.

 

 

2019-11-26

ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენას „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. საგამოფენო პროექტი ავტორის მიერ ბოლო 12 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და ახალი მნიშვნელობების ძიებას ეძღვნება.  

2021-06-07

„სამხედრო დიდების ტაძრიდან ეროვნულ გალერეამდე“ - ეკა კიკნაძის ტური

9 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური - „სამხედრო დიდების ტაძრიდან ეროვნულ გალერეამდე“, რომელსაც გაუძღვება ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე.

2021-06-01

„ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“ - მაკა ბეჟუაშვილის ტური

4 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური - „ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“, რომელსაც გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.

2021-05-25

შალვა ქიქოძე 127 - კურატორის ტური

27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ხუნდაძის ტურს ეროვნულ გალერეაში.

2021-05-18

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: წიგნის პრეზენტაცია - ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 20 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები".

 

 

2021-05-17

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მეოცნებე ნაიმორი"

21 მაისს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის საგანმათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „მეოცნებე ნიამორი", რომელიც ქართველი მხატვრის - ლადო გუდიაშვილის საიუბილეო წელს უკავშირდება.

2021-05-17

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მერანი"

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს. 19 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ლადო გუდიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „მერანი".

2021-04-26

ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში"

27 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში".


2021-03-15

ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული - ნინო ქავთარაძის ლექცია

ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილესა და ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის, ნინო ქავთარაძის ლექციას - ლადო გუდიაშვილის პარიზული დღესასწაული".

2020-09-10

მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი - შეხვედრა გამოფენის კურატორთან

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, გამოფენის „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი" დახურვასთან დაკავშირებით, ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ხელოვნების ისტორიკოს - ნანა ყიფიანთან. 

2020-02-12

საუბრები ეროვნულ გალერეაში - „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130"

შაბათს, 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში გაიმართება საუბრები მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე იმ კულტურულ გარემოზე, რომელშიც ვალერიან სიდამონ-ერისთავი მოღვაწეობდა.   

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.


ბილეთების საფასური

ზრდასრული 5ლ (1 იანვრამდე)
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის. 

ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის და ჩაწერასთან დაკავშირებით დარეკეთ: 2 15 73 00 

აუდიო გიდი

ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე                                 10 ლარი  

 


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.  


მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11  
ტელ.: + (995 32) 215 73 00
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება. 

შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები – რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსპოზიციის მოწყობას უძღოდა მიზანდასახული შრომა ნამუშევართა მოსაპოვებლად. საოცარ ძალისხმევას იჩენს დიმიტრი შევარდნაძე და მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს.

ექსპოზიციაში განთავსდა  XVIII–XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.

გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა, სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.

ამასთან, ცხადი გახდა, რომ  შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა. რეალურად, მხატვრები ისევ საგამოფენო სივრცის გარეშე დარჩნენ....

მალე გაჩნდა გალერეის რეორგანიზაციის გეგმაც. დიმიტრი შევარდნაძის ყურადღების საგანი მეტეხის ციხე გამხდარა, რომელთანაც დაკავშირებით იგი წერდა:
„...საქართველოს ეროვნულ გალერეას ხელოვნების მუზეუმისათვის ყველაზე უფრო შესაფერის შენობად მეტეხის ციხე მიაჩნია. ეს შენობა თავისი ფართობით, მდებარეობით, დაცვის ცეცხლისაგან უზრუნველყოფით სრულ გარანტიას იძლევა, რომ დასახული მიზნისთვის საუცხოოდ გამოყენებული იქნება. მეტეხის ციხე, ეს უძველესი ძეგლი ტფილისისა, ძველად ყოფილი სასახლე, ამ ასი წლის წინათ მეფის თვითმპყრობელობის მიერ გადაკეთებულ იქნა საპყრობილედ. დროა, ამას მიექცეს სათანადო ყურადღება და ეს ისტორიული ძეგლი, დამამშვენებელი ტფილისისა, გამოყენებულ იქნას უფრო საპატიო მიზნით. ...მეტეხის მუზეუმისათვის გადაცემა მოგვცემს საშუალებას, ფართოდ გავშალოთ ხელოვნების მუზეუმი, მოვაწყოთ საჭირო ლაბორატორიები და სახელოსნოები და მეტეხის საპყრობილისგან შევქმნათ "საქართველოს ლუვრი", რომელიც მომავალში უნდა გადაიქცეს სახვითი ხელოვნების შესწავლის და კვლევა-ძიების ცენტრად."

1933 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ციხე ორთაჭალაში გადაიტანა და მეტეხის ისტორიული შენობა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექციას გადასცა. გადაწყდა, მეტეხში განთავსებულიყო ეროვნული გალერეის მთელი საგანძური, რომელიც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. ამასთან ერთად, მოიაზრებოდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ამ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.

1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება ,,სურათების ეროვნული გალერეა".

მასში შევიდა მხატვრის სახლი, საქართველოში არსებული საგამოფენო დარბაზები, სურათების გალერეები. გაერთიანების ცენტრალურ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიაზრებოდა. მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში, გალერეის ფონდების ბაზაზე, შეიქმნა. დაიგეგმა გალერეის შენობის რეკონსტრუქცია. საექსპოზიციო სივრცე ორჯერ გაიზარდა. საგამოფენოდ გადაკეთდა პირველი სართული, რომელიც მანამდე ფონდებსა და გალერეის სამსახურს ეკავა.

თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი 1989 წლის 18 სექტემბერს შედგა. 90-იან წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გალერეის შენობაში განთავსებულმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მხოლოდ მცირე ხანს იარსება.

2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია.

პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია ,,Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა.

ბუნებრივი სინათლით განათებული ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზები სასიამოვნო, შთამაგონებელი და უნიკალური ადგილია არამარტო თბილისში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დროებითი ექსპოზიცია ,,ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი".

https://www.traditionrolex.com/9