Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2021-06-07

თურქული კულტურის ნაკვალევი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თურქული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი 70-მდე ნამუშევარი, მათ შორის 10 ფოტო ეძღვნება ქალაქ სტამბოლში მდებარე თოფქაფის სასახლეს. გამოფენის საშუალებით, ვიზიტორები შეძლებენ გაეცნონ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 

 

 

2021-05-18

მუზეუმის ფესტივალი 2021: სანდრო მამასახლისის პერსონალური გამოფენა

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს. 18 მაისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ სანდრო მამასახლისის პერსონალურ გამოფენას, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2021“-ის ფარგლებში ჩატარდება.

2021-03-31

„მიბრუნება ორიენტალიზმთან''

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით 2021 წლის 8 აპრილიდან 27 აპრილამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ბაქოს გოეთეს ცენტრის გამოფენას მიბრუნება ორიენტალიზმთან / RE-VISITING ORIENTALISM.

2021-03-25

„ხმა ბგერების გარეშე''

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მხატვარ ნიკა ძამიაშვილის გამოფენას სახელწოდებით „ხმა ბგერების გარეშე".

2020-11-20

ლუკა ლასარეიშვილის გამოფენა „რისფასად"

თბილისის ისტორიის მუზეუმი 26 ნოემბრიდან, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლუკა ლასარეიშვილის (Luka Lazar) გამოფენას "რისფასად".

2020-11-02

"უხილავი საქართველო" - ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ფოტოგამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმი 10 ნოემბრიდან წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანისნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ნამუშევრების გამოფენას "უხილავი საქართველო".


2020-10-29

"გასასვლელი" - მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრების გამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ნოემბრიდან, პროექტის "თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ მიხეილ გოგრიჭიანის ნამუშევრების გამოფენას "გასასვლელი".

2020-10-29

"სადაა ჩვენი ადგილი" - გელა პატიაშვილის ნამუშევრების გამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმი ნოემბრიდან, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გელა პატიაშვილის ნამუშევრების გამოფენას ,,სადაა ჩვენი ადგილი“.

2020-10-12

აბსოლუტური ცდომილება

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „აბსოლუტური ცდომილება“, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეის საკურატორო კონკურსში გამარჯვებული პროექტია.მონაწილე მხატვრები: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი. 
2020-09-21

KOLGA TBILISI PHOTO 2020: ვარლამ გენგიურის 60 წელი ფოტოგრაფიაში

23 სექტემბრიდან თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ „ქოლგა თბილისი ფოტო 2020"-ის პროგრამის ბოლო გამოფენას „ვარლამ გენგიურის 60 წელი ფოტოგრაფიაში". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზის წლევანდელი ნომინანტის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის ვარლამ გენგიურის ფოტონამუშევრები.

 

 

2020-05-11

კონკურსი საკურატორო გამოფენებისთვის 2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის.

2020-05-11

კონკურსი "თანამედროვე ხელოვნების რუკა" Contemporary Art Map 2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს „თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map). 

2019-11-05

„დიმიტრი ერმაკოვი ირანში" - წიგნის პრეზენტაცია

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ წიგნის პრეზენტაციას: ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში". პროექტის ავტორები: ირინა კოშორიძე, ლიკა მამაცაშვილი, გრიგოლ ბერაძე.

2019-05-21

Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში

Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში - თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), 24 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. 

2019-04-01

კონკურსი კურატორებისთვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისთვის.

2019-04-01

კონკურსი „თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map)

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს „თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map).

2019-01-11

არტ ინკუბატორი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად, კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლა, კრეატიული ცენტრი შეიქმნა, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით იწყებს ფუნქციონირებას. 

2018-10-22

თანამედროვე ხელოვნების რუკა - გიორგი ალექსი-მესხიშვილი

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსი-მესხიშვილთან. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბავშვებმა, სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნეს სცენის მოდელის დეკორაციები.

2018-10-10

თანამედროვე ხელოვნების რუკა - ჯგუფი ბულიონი

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, ჯგუფი ბულიონი ჩაატარებს საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის.

2018-09-25

ლია ბაგრატიონი - თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების რუკა" ფარგლებში, კერამიკოსი ლია ბაგრატიონი გაუძღვება ინტერაქტიულ თამაშს „თიხა როგორც მეხსიერების ჭურჭელი". 

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 


ბილეთების საფასური

ზრდასრული 5ლ
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის. 

ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი


გიდის მომსახურება თითქმის ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, სიონის ქუჩა 8    
ტელ.: + (995 32) 298 22 81
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა, როგორც "ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი". 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და ბინა ისტორიულ შენობაში _ თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო.

მუზეუმის ფონდებში 50 000-ზემეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავს თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან აქ, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში, ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები.

პროექტითანამედროვე ხელოვნების გალერეა" ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და  განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივად ასევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, საქართველოში საგამოფენო საქმიანობისა და სახელოვნებო პროცესის მხარდაჭერას. 

პროექტის მისიაა:

·საქართველოში საგამოფენო საქმიანობისა და სახელოვნებო პროცესის მხარდაჭერა;

·თანამედროვე ხელოვნების სფეროში რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; 

·თანამედროვე სახელოვნებო შოუების (გამოფენები, ფესტივალები, საერთაშორისო ღონისძიებები და დაჯილდოებები) ზრდისა და მათი ხარისხის მხარდაჭერა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ;

·ქართული თანამედროვე ხელოვნების მაღალი კრიტერიუმით შეფასება და მისი დამოკიდებულება, როგორც საერთაშორისო  სახელოვნებო ტენდენციებთან, ასევე ქართული ხელოვნების ისტორიასთან.

გამოფენებით, პუბლიკაციებით, სიმპოზიუმებით და გაცვლითი პროექტებით „თანამედროვე ხელოვნების გალერეა"  აყალიბებს და ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვან აუდიენციასთან დიალოგს, თანამედროვე  ხელოვნების განვითარებას უკვე არსებულ პირველად, მეორად და მესამედ სასწავლო დაწესებულებებთან  თანამშრომლობით. ყოველივე  ეს  წარმოდგენილი იქნება ვორქშოფების, სემინარების, პუბლიკაციების და ონლაინ მედიის მეშვეობით.

თანამედროვე ხელოვნების გალერეაიწვევს კურატორებსა და ხელოვანებს თანამშრომლობისათვის.

____________________________________________________________________________________________________________

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსები:

კონკურსი თანამედროვე ხელოვნების რუკა“ (Contemporary Art Map)

კონკურსი საკურატორო გამოფენებისათვის

_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

პროექტის მომზადების ჯგუფილიკა მამაცაშვილი - კოორდინატორი; ციკო ჯანყარაშვილი - პროექტის ასიტენტი; გეგა ქუთათელაძე - დიზაინერი; ქეთი ტრაპაიძე - საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი

 

Lika Mamatsashvili

კოორდინატორი ლიკა მამაცაშვილი

ლიკა მამაცაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი და თანამედროვე ხელოვნების მენეჯერი 1986 წლიდან; XIX საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის ექსპერტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ხელოვნების და ფოტოგრაფიის შესახებ: 1. პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი (წიგნი I, II, III); 2. დიმიტრი ერმაკოვი, ფოტოგრაფი და კოლექციონერი; 3. ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი (პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფი ნინო ჯორჯაძე); 4. გერმანელი მხატვრების თვალით დანახული თბილისი (თბილისის ისტორიის მუზეუმის გერმანული კულტურის ხელოვნების ნიმუშები); 5. დადიანები; 6. ქართული ფოტოგრაფია 1955-2012 წწ.

ვენეციის ბიენალეს კომისიის წევრი საქართველოში 2013 წ.  (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო); „თანამედროვე ხელოვნება" საკონკურსო კომისიის წევრი, 2016 წ. (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო). საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „არტისტერიუმის" კურატორი. 2008 წლიდან, საქართველოში სხვადასხვა ფოტო კონკურსის ჟიურის წევრი. ასევე, საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის ,,ქოლგა თბილისი ფოტო" კურატორი; დადიანების გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე; არასამთავრობო ორგანიზაცია „მუზეუმების ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; ICOM-ის წევრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის „თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო გალერეის" კოორდინატორი 2016 წლიდან. 

1986 წლიდან დღემდე ლიკა მამაცაშვილმა განახორციელა ქართული თანამედროვე ხელოვნების მრავალი გამოფენა და საერთაშორისო საგამოფენო პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ასევე, არაერთი პროექტი XIX საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის შესახებ.