- მუზეუმები
- მუზეუმი
- საქართველოს მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
- ეროვნული გალერეა
- ხელოვნების მუზეუმი
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- სიღნაღის მუზეუმი
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის მუზეუმი
- ბოლნისის მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
- ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
- ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი
გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთების გამოფენა
26 მაისიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მასპინძლობს ეროვნული გმირის, ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის – გენერალ გიორგი კვინიტაძის (1874-1970) მემორიალური ნივთების გამოფენას.
ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ გენერალ ზურაბ კობიაშვილის აქამდე უცნობ კოლექციას - საბრძოლო იარაღები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ნიმუშები, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
საქართველოს ეროვნულ მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში", რომელიც ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასევე გაიმართება გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია (ავტორები: ირინა კოშორიძე, მარინა დგებუაძე, ნათია დემურიშვილი, ნინო სიმონიშვილი).
სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხალდეს აღორძინების ფონდი გიწვევთ გამოფენაზე „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876", რომელიც ფართო აუდიტორიას პირველად გააცნობს აჯანყების ისტორიას.
ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულის მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ქვის ხანის ექსპოზიციის დარბაზში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში - ცუცხვათის მღვიმოვანი, ძველი და ახალი აღმოჩენები".
მაჰმადიანი მესხების გადასახლება 1944 წელს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მაჰმადიანი მესხების ყოფის ამსახველ გამოფენას.
გამოფენა „კერამიკის მუზეუმი"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „კერამიკის მუზეუმი" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა
17 სექტემბრიდან, ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენას.
ივრის ზეგანი 8-10 მილიონი წლის წინ
6 სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ივრის ზეგანი 8-10 მილიონი წლის წინ" ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
კოშუ - იაპონური კალიგრაფიის გამოფენა თბილისში
3 აგვისტოდან, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართველოში, წარმოგიდგენთ იაპონელი ხელოვანის, კოშუს (აკემი ლუკასი) კალიგრაფიის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას „ექო" ახლა უკვე თბილისში.
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საჯარო ლექცია - „ისლამური კოლექციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“
საჯარო ლექცია - „დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი“
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“ - ოთარ ჯანელიძის ტური
8 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ტური - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“.
ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება ისტორიის დოქტორის, ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან".
BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტერკლასს უმასპინძლებენ
ფლორენციის უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართვავს. მასტერკლასი სახელწოდებით „A Digital Experience with Art & Culture" ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 18 მაისს გაიმართება.
კინო მუზეუმში - უარყოფითი რიცხვები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში წარმოგიდგენთ უტა ბერიას სადებიუტო ფილმის “უარყოფითი რიცხვების” ჩვენებებს.
წიგნი-ალბომის პრეზენტაცია „ლარილარის სამაროვანი"
24 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება წიგნი-ალბომის „ლარილარის სამაროვანი" პრეზენტაცია.
შალვა ამირანაშვილი - წიგნი-ალბომის პრეზენტაცია
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება შალვა ამირანაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.
ელდარ ნადირაძის საიუბილეო ღონისძიება
2019 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმოგიდგენთ მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ელდარ ნადირაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ვიზიტამდე გაეცანით რეკომენდაციებს
სამუშაო საათები
სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
ბილეთების საფასური
ზრდასრული | 10ლ (1 იანვრამდე) |
სტუდენტი | 0.5ლ |
სკოლის მოსწავლე | 0.5ლ |
პენსიონერი | 0.5ლ |
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები | 1 ლ |
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები |
1 ლ |
*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის
- მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
- ICOM-ის წევრებისთვის
- „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
- ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
- მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
- მხატვართა კავშირის წევრებისთვის
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
- სოციალურად დაუცველი პირებისთვის
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
- საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.
ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge
გიდის თანხლებით ტურების საფასური
სასკოლო ჯგუფი | 10 ლარი |
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე | 25 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) | 45 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) | 60 ლარი |
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით | 200 ლარი |
გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:
- პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
- ქოლგები
- სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები
- მოტოციკლის მუზარადები
- მუსიკალური ინსტრუმენტები
ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.
გარდერობი არ იბარებს:
- ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
- ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
- ძვირფას ნივთებს
- ხელჩანთებს
ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
რჩევები და წესები
- ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
- აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
- დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
- ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
- დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
- მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
- დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
- საბრძოლო იარაღის
- საკვებისა და სასმელი ბოთლების
- სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
- ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
- სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
- ცხოველების
ფოტო და ვიდეო გადაღება
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.
მაღაზია
გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge
მუზეუმის ისტორია 1852 წლის 10 მაისიდან იწყება. თავდაპირველად ის რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი გახლდათ.
გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმის ბაზაზე, გუსტავ რადეს ინიციატივით, 1865 წელს კავკასიის მუზეუმი ჩამოყალიბდა. 1867 წელს მან პირველი გამოფენა მოაწყო და აქტიური მონაწილეობა მიიღო 1881 წელს ჩატარებულ არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში.
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ მუზეუმს საქართველოს მუზეუმი ეწოდა. მიუხედავად 1918-1921 წლების მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, მუზეუმს მუშაობა არ შეუწყვეტია. 1921 წლიდან კი იწყება მუზეუმის არსებობის საბჭოთა პერიოდი, რომელიც მეტად რთული და, ამასთან ერთად, წარმატებულიც აღმოჩნდა: ჩამოყალიბდა მუზეუმის სტრუქტურა, გაიზარდა ბიუჯეტი, მოეწყო ექსპოზიციები, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპედიციები, მასშტაბური გახდა სამეცნიერო კვლევა, მაგრამ ამას 30-იან წლებში ბოლშევიკური ტერორიც ახლდა, რამაც მუზეუმის არაერთი მოამაგის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1950-1990 წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო მუზეუმის ცხოვრებაში: დამთვალიერებელთა რიცხვმა წელიწადში 450,000-ს მიაღწია, მოეწყო არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა, მათ შორის საზღვარგარეთაც.
1990 წლიდან მუზეუმს უმძიმესი ხანა დაუდგა. 1982 წელს დაწყებული გენერალური რეკონსტრუქცია შეჩერდა. მუზეუმს ძალიან რთულ პირობებში მოუხდა მუშაობის გაგრძელება, ბიუჯეტიდან თითქმის არ გამოიყოფოდა თანხა მისი უნიკალური კოლექციების სათანადოდ მოვლისთვის.
2004 წლის ბოლოს ეროვნული მუზეუმის შექმნით მუზეუმების პოსტსაბჭოური კრიზისიდან გამოსვლა იწყება. დაიწყო რეფორმა, რომელიც სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და ექსპონირების პირობების გაუმჯობესებას, თანამედროვე ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს.
დღეს საქართელოს ისტორიის მუზეუმი ინახავს ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ კოლექციებს.
რამდენიმე წლის განმავლობაში მუზეუმში მიმდინარეობდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, 2011 წელს, მუზეუმმა დამთვალიერებელს კვლავ გაუღო კარი. გაიხსნა მუზეუმის საგამოფენო დარბაზების ერთი ნაწილი.
განახლებულ მუზეუმში ამჟამად შეგიძლიათ იხილოთ მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის 162 წლიანი ისტორია ,,ბიბლიოტიკის სახლის“ დაარსებით იწყება, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის, ვორონცოვის მმართველობისას 1852 წელს შეიქმნა. ,,ბიბლიოტიკის სახლის“ დაარსების იდეა იოანე ბატონიშვილს ეკუთვნის, იგი ამ სურვილის შესახებ თავის ,,სჯულდებაში“ XIX საუკუნის 40-იან წლებში წერდა.
1852 წელს დაარსდა რუსეთის საიმპერატორო კავკასიის გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმის ბიბლიოთეკა. 1868 წელს ბიბლიოთეკას შეუერთდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაც.
მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო ქვეყანაში გაბნეული სამუზეუმო ნივთებისა და წიგნების თავმოყრა. საქართველოს მუზეუმი გახდა ქართული მატერიალური კულტურის მეთვალყურეობისა და დაცვის ცენტრი. მუზეუმს თანდათან მიემატა სხვადასხვა საზოგადოებებისა და მუზეუმების ფონდები და ბიბლიოთეკები.
დაარსებიდან დღემდე ბიბლიოთეკა მდიდრდება ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით. დღეისათვის ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევით ცენტრს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პირველი ეტაპი დაიწყო 2013 წლის მარტიდან. განხორციელდა რარიტეტული წიგნადი ფონდის (5024 ერთეული) და რარიტეტული ჟურნალ-გაზეთების (2372 ერთეული) აღდგენა-განახლება და ბიბლიოთეკის არსებობის მანძილზე, პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული მონაცემთა ბაზა.
ამჟამად რარიტეტული ფონდსაცავი და სამკითხველო დარბაზი განთავსებულია ახალ სივრცეში, საბუნებისმეტყველო კორპუსის მე-6 სართულზე. ფონდში წარმოდგენილია თემატური პრინციპით დალაგებული, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი, XVI-XX საუკუნეების მრავალფეროვანი და უნიკალური ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, რელიგიური, იურიდიული, ფილოლოგიური, ეკონომიური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, კამერალური და მხატვრული ლიტერატურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნიკალური საეკლესიო ძველი ნაბეჭდი წიგნები: ბიბლია, სახარება, პარაკლიტონი, კონდაკი, ჟამნი და ა.შ. 1709 წელს თბილისში დაბეჭდილი ვახტანგ VI ის სახარება და 1740 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ბაქარის ბიბლია.
დღეისათვის დასრულდა პროექტის მეორე ეტაპი - გაცვლითი ფონდის აღწერა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა. მიმდინარეობს პროექტის მესამე ეტაპი-ძირითადი ფონდის აღდგენა/რეაბილიტაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა. ბიბლიოთეკაში არსებულ ფონდებს შორის ძირითადი ფონდი წარმოადგენს ყველაზე დიდ წიგნთსაცავს, რომელიც დაკომპლექტებულია 280 000 ერთეულით.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკა ტრადიციული სახით შენარჩუნებული და დასავლური ტექნოლოგიებით მოწყობილი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკა, სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ხელს შეუწყობს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას, გავრცელება-გაზიარებას და იქცევა უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულულ ცენტრად.