- მუზეუმები
- მუზეუმი
- საქართველოს მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
- ეროვნული გალერეა
- ხელოვნების მუზეუმი
- თბილისის ისტორიის მუზეუმი
- ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
- სიღნაღის მუზეუმი
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის მუზეუმი
- ბოლნისის მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
- ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მ. თოიძის სახლ-მუზეუმი
- ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უ. ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი
საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები
ბოლნისის ახალი მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.
ბოლნისის მუზეუმის საერთაშორისო აღიარება
ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლისა და საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი
ვიზიტამდე გაეცანით რეკომენდაციებს
სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა, 10:00-18:00.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
ბილეთების საფასური
ზრდასრული | 5ლ |
სტუდენტი | 0.5ლ |
სკოლის მოსწავლე | 0.5ლ |
პენსიონერი | 0.5ლ |
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები | 1 ლ |
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები |
1 ლ |
*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის
- მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
- ICOM-ის წევრებისთვის
- „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
- ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
- საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
- მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
- მხატვართა კავშირის წევრებისთვის
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
- სოციალურად დაუცველი პირებისთვის
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
- საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.
გიდის თანხლებით ტურების საფასური
სასკოლო ჯგუფი | 10 ლარი |
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე | 25 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) | 45 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5-2 საათი) | 60 ლარი |
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით | 200 ლარი |
გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:
- პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
- ქოლგები
- სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები
- მოტოციკლის მუზარადები
- მუსიკალური ინსტრუმენტები
ხელჩანთების (მაქსიმალური ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.
გარდერობი არ იბარებს:
- ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
- ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
- ძვირფას ნივთებს
- ხელჩანთებს
ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
რჩევები და წესები
- ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
- აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
- დაუშვებელია: მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
- ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
- დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
- მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
- დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
- საბრძოლო იარაღის
- საკვებისა და სასმელი ბოთლების
- სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
- ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
- სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
- ცხოველების
ფოტო და ვიდეო გადაღება
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებლისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქალაქი ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა.
ტელ.: + (995 32) 299 80 22; + (995 32) 2 99 71 76
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ბოლნისის ახალი მუზეუმი
ქვემო ქართლის საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს - აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდა).
საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.
ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.
მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა - ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია.
დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვ.
ბოლნისის მუზეუმი არის "კულტურული ჰაბი", რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის.
მუზეუმის სამეცნიერო კონცეფცია ქართველ მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის, გერმანიის სამთო მუზეუმის (ქ. ბოხუმი), ტორონტოს უნივერსიტეტის და ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ფრანკფურტის ზენკენბერგ მუზეუმის, ტიუბინგენის უნივერსიტეტის, ტიუბინგენის ქალაქის მუზეუმის, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის მეცნიერებმა.
მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია ყველა ასაკისა და ინტერესის ვიზიტორზე. ის წარმოადგენს სახელოვნებო ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს ბავშვებისათვის.
მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.
მუზეუმი ასევე ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. მუზეუმში ჩატარდება სასკოლო გაკვეთილები სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე. გაკვეთილების სერია ჩვენმა გუნდმა ონლაინ პლატფორმის საშუალებით უკვე დაიწყო, რაც გარკვეულწილად მუზეუმში სასკოლო გაკვეთილების ჩატარების წინაპირობაა.
ბოლნისის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე, „არქიტექტორები.ჯი". მუზეუმი დამთვლიერებლისთვის მოამზადეს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროპის წამყვან ინსტიტუციებთან და შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან - დიზაინის მიმართულებით ვითანამშრომლეთ ლინა ლოპესთან, საგამოფენო ტექსტების რედაქტირებასა და გრაფიკულ დიზაინზე იმუშავა National Geographic საქართველოს სპეციალისტების ჯგუფმა. ბოლნისის მუზეუმის განახლების პროექტი დაფინანსებულია კომპანია "RMG"-ის მიერ.
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო