https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2010-11-19

ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ "ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციის" პროექტის პრეზენტაციას. 

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.


ბილეთების საფასური

ზრდასრული 3ლ
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.

გიდის თანხლებით ტურების საფასური

10 კაცამდე ჯგუფისთვის  10 ლარი
სკოლის ჯგუფისთვის 10 ლარი

გიდის მომსახურება  ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს. 

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.  


მაღაზია 

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისა
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge  

ძალისა - ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია ქართლის (იბერიის) სამეფოს - ტერიტორიაზე. აქ არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა 1971 - 1990 წლებში საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით და იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (ძალისსა), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფოსი კლავდიოს პტოლემაიოსი "გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში" იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, რომ ძალისის ნაქალაქარი ახ. წ. პირველი საუკუნეების იბერიაში საქალაქო ცხოვრების აღმავლობის და დაწინაურების საუკეთესო მაგალითია. ძველი ქალაქი გაშენებული იყო დაახლოებით 70 ჰა ფართობზე. მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე 6-7 ჰა ფართობის ხელოვნური ბორცვი მიჩნეულია ციტადელად - შიდაციხედ, რომელიც ალიზის აგურის კედლით იყო გარშემორტყმული. აქ არქეოლოგიურად გამოვლენილია სხვადასხვა დროის კულტურული ფენები და გვიანანტიკური ხანის მონუმენტური შენობის ნაშთები, რომელიც კრამიტით უნდა ყოფილიყო გადახურული.

თავად ნაქალაქარზე აღმოჩენილია ე.წ. რეგულარული პრინციპით დაგეგმარებული ურთიერთგადამკვეთი ქუჩები და მოედნები, რომლებზეც აგურის ფილები იყო დაგებული; როგორც საზოგადოებრივი და საცხოვრებელი, ასევე საკულტო ნაგებობანი, შემკული სრულიად გამორჩეული მოზაიკებით, აბანოებით, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემების ნაშთებით.

ნაქალაქარზე მოპოვებული ყველაზე ადრეული არქეოლოგიური მასალა თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით, ხოლო მთავარი ნაგებობები განეკუთვნება ახ. წ. I-IV საუკუნეებს.

ნაგებობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონუმენტური სასახლეები. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, უჭირავს დაახლოებით 2500 კვ. მ. ნაგებობა, რომლის ნანგრევები 1,5 მ სისქის მიწის ფენით იყო დაფარული, გაითხარა 1984-1985 წლებში. იგი საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილი სასახლის ტიპის უდიდესი ნაგებობაა, რომელიც ანტიკურ ხანას განეკუთვნება. ამ გრანდიოზულ ნაგებობას ამშვენებდა რომაული გეგმარების შადრევნიანი შიდა ეზო - ატრიუმი (8,35 X 8,35 კვ. მ). ატრიუმიანი სასახლის ნანგრევების აღმოჩენა ძალისის ნაქალაქარზე მეორე შემთხვევაა. პირველად ამ ტიპის, მაგრამ უფრო პატრა ზომის ნაგებობის ნაშთები 1974-1975 წლებში გაითხარა. სასახლე შედგება 30-მდე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ოთახისგან. გამოვლენილია საძინებელი ოთახები, სათათბირო დარბაზი, ორგანყოფილებიანი საპირფარეშო საკუთარი კანალიზაციით და წყალსადენით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვები, აგური, კერამიკული ფილები.

შემორჩენილია სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილი - ცენტრალური გათბობის - ჰიპოკაუსტის ნაშთები, რაც მშენებლობისა და ზოგადად, ცხოვრების მაღალ დონეზე მეტყველებს. ჰიპოკაუსტი სასახლის შუა ნაწილში მდებარეობდა, რომ გაეთბო მთელი ნაგებობა. იგი გეგმაში კვადრატს წარმოადგენს (11,8X11,8მ), 139,2 კვ. მ. ფართობით. კალორიფერებად გამოყენებულია სპეციალურად დამზადებული, ოდნავ თავშევიწროებული თიხის მილები, რომლებსაც სწორკუთხედის მოყვანილობის ფანჯრები აქვს ამოკვეთილი.

სასახლეს ჰქონდა აგრეთვე 800 კვ. მ. მოცულობის საცურაო აუზი, რომელიც უნიკალურია საქართველოსთვის. აუზის ჩრდილოეთ "აბსიდაში" 9 საფეხურიანი ჩასასვლელი კიბეა გამართული, ხოლო კუთხეებში - ჩამოსაჯდომი მერხებია მოწყობილი. იატაკი და გარე კედლები ჰიდრავლიკური ხსნარითაა მოლესილი. საცურაო აუზი უკავშირდება აბანოს, საიდანაც შემოყვანილი იყო ორმაგი წყალსადენი. შესაძლოა, რომ საცურაო აუზი და აბანო ერთ კომპლექსს ქმნიდა. საცურაო აუზს სამხრეთიდან მიშენებული აქვს ძალისის ნაქალაქარის  ერთ-ერთი დიდი ნაგებობა ე. წ. აბსიდებიანი ნაგებობა, რომელიც სასახლესა და აუზთან შედარებით გვიანდელია და ახ. წ. V საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.

იბერიის სამეფოს საქალაქო ცხოვრების დაწინაურების თვალსაჩინო მოწმობაა ძალისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მაღალმხატვრული დონის იატაკის მოზაიკები, რომლებიც საქართველოში ახ. წ.  II - VI საუკუნეებში მხოლოდ ბიჭვინთის ბაზილიკასა (აფხაზეთი, დასავლეთ საქართველო) და სოფელ შუხუთის (გურია, დასავლეთ საქართველო) რომაული აბანოში დასტურდება.

ძალისის ნაქალაქარზე მოზაიკური იატაკი გამოვლინდა 1972 წელს გათხრილ რომაული ტიპის ერთ-ერთ აბანოში, რომელიც შედგება ცივი (რიგიდარიუმ), თბილი (თეპიდარიუმ) და ცხელი (ჩალდარიუმ) განყოფილებებისგან. თბილი და ცხელი აბანოს იატაკი გამართული იყო კალორიფერებზე, რომელთა სვეტებში ერთმანეთთან კირხსნარით იყო დაკავშირებული მრგვალი ან ბრტყელი აგური. აბანოს აღმოსავლეთის მხრიდან ჰქონდა საცეცხლე არხი, რომელიც 0,75 მ სიღრმეზეა მიწაში ჩაჭრილი და მასში გამართულია ორსაფეხურიანი კიბე. არხის თავზე საქვაბე იყო მოწყობილი.

აპოტიდერიუმში (გასახდელში) შემორჩენილია მოზაიკური იატაკი, რომელზეც გამოსახულია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი "რვარომბა ვარსკვლავების" ორნამენტი.

ფრიგიდარიუმის მოზაიკაზე, რომელიც ძალიან დაზიანებულია გამოსახული უნდა ყოფილიყო ოკეანე და თეტისი, გარსშემორტყმულნი დელფინებზე ამხედრებული მებადური ეროტებით. შემორჩენილია ნიჟარის, დელფინისა და ბადის გამოსახულებები. ამ მოზაიკას ანალოგები ეძებნება ანტიოქიის, კილიკიისა და გარნის ცნობილი ნიმუშებს შორის და მათ მსგავსად, იგი მარინისტულ თემას ასახავს.

ტეპიდარიუმში შემორჩენილია ფარშევანგისა და გეომეტრიული ორნამენტის ფრაგმენტები. შესრულების განსხვავებული მანერა იძლევა ვარაუდის უფლებას, რომ იგი სხვა ოსტატის ნახელავია.

ძალისის ერთ-ერთი სასახლის სანადიმო დარბაზში ე. წ. ტრიკლინუმში დაგებული იყო მონუმენტური მოზაიკური იატაკი, რომელიც ძალაინ დაზიანებული სახითაა მოღწეული.

https://www.traditionrolex.com/9