https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2021-05-15

მუზეუმის ფესტივალი 2021: ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების გამოფენა

ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18 მაისიდან, სიღნაღის მუზეუმი უმასპინძლებს იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორის ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების გამოფენას.

2019-12-12

ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გაიმართება ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) ნამუშევრების გამოფენა და მის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

2019-07-10

ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130" სიღნაღის მუზეუმში.

2019-06-27

კოშუს გამოფენა "ექო"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ იაპონელი ხელოვანის, კოშუს (აკემი ლუკასი) კალიგრაფიის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას „ექო" სიღნაღის მუზეუმში. 

2019-04-06

ლევან მოსიაშვილი - „გზა თავისუფლებისაკენ“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „გზა თავისუფლებისაკენ“ სიღნაღის მუზეუმში.

2018-11-15

კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენასკახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან."

 

 

2018-09-19

ფოტოგამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“

„დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo). 

2018-06-15

კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები სიღნაღის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები - ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე".  

2018-03-29

იაპონიის თოჯინები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „იაპონიის თოჯინები" სიღნაღის მუზეუმში. 

2017-10-17

ელენე ახვლედიანის და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები სიღნაღში

2017 წლის 18 ოქტომბრიდან, სიღნაღის მუზეუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გიწვევთ ელენე ახვლედიანის რეტროსპექტულ გამოფენასა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციაზე.    

2019-12-03

„ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130" - კურატორის ტური და საუბრები მხატვრის შემოქმედებაზე

5 დეკემბერს, 13:00 საათზე, ვალერიან სიდამონ-ერისთავის სიუბილეო გამოფენის დახურვასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საუბრებს ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედებაზე და კურატორების ტურს გამოფენაზე. 

 

 

2019-03-13

კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 


ბილეთების საფასური

ზრდასრული 5ლ (1 იანვრამდე)
სტუდენტი 0.5ლ
სკოლის მოსწავლე 0.5ლ
პენსიონერი  0.5ლ
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები 1ლ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები

1ლ

*გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი


ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: 

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის
  • მუზეუმის მეგობრებისთვის (გაწევრიანდი)
  • ICOM-ის წევრებისთვის
  • „Culture Card" ბარათების მფლობელთათვის
  • ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის
  • მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის
  • მხატვართა კავშირის წევრებისთვის
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისა და მისი თანმხლები პირისთვის
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის
  • საბავშო და სასკოლო ჯგუფების თანმხლები ორი მშობლისთვის.

ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge


გიდის თანხლებით ტურების საფასური

სასკოლო ჯგუფი 10 ლარი
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი

გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8    
ტელ.: + (995 32) 23 24 48
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.

ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა–ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანური მონეტები, თამარის, ლაშა–გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.

მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა.

მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან.

დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

https://www.traditionrolex.com/9