Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

საგანმანათლებლო პროგრამა „ეტრუსკების სამყარო“

 18/01/2024

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „ეტრუსკების სამყარო".  

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილია კოლექციები იტალიის სამი მუზეუმიდან: კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული აქეოლოგიური მუზეუმებიდან.

პროგრამის მსვლელობისას ვისაუბრებთ ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის შესახებ: ვინ იყვნენ ეტრუსკები, როგორი იყო მათი ყოფა- ცხოვრება, რელიგიური წარმოდგენები, პოლიტიკურ-სოციალური სისტემა, ენა, დამწერლობა და  ხელოვნება. 

რას და რატომ გამოსახვადნენ ეტრუსკები თავიანთი საკრკოფაგების კედლებზე? როგორი იყო მათი წარმოდგენა იმქვეყნიურ სამყაროზე? როგორი იყო მათი დაკრძალვის ტრადიციები და სხვა.

ასევე  ვისაუბრებთ ეტრუსკებისა და ძველი კოლხეთის  ურთიერთობაზე, როგორ წარმოედგინათ ეტრუსკებს კოლხი მედეა? ცხადია, ვისაუბრებთ გამოფენაზე  წარმოდგენილ ექსპონატებზე, როგორც ეტრუსკული ცივილიზაციის ნიმუშებზე.

პროგრამა გათვალისწინებულია 12 წლიდან 18 წლამდე მოზარდებზე.  

პროგრამის ხანგრძლივობა: 40-60 წთ

პროგრამის ავტორი - ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599907334