https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

ონლაინ ლექცია - „ქალი მხატვრები დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში“

 01/12/2020

ხელოვნების ისტორია არაერთ გამორჩეულ ქალ მხატვარს იცნობს. თუ რატომ არ არსებობდნენ წარსულში დიდი და გენიალური ქალი მხატვრები საკამათო და რთული საკითხია, და ამჟამად, ამ თემით დაინტერესებულნი არიან ფემინისტური ხელოვნების მკვლევრები.

ლექციაზე წარმოგიდგენთ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების ისტორიისთვის ცნობილ ქალ მხატვრებს და მათ შემოქმედებას. მათ შორის, ვისაუბრებთ ქართველ ქალ მხატვრებზეც. მიმოვიხილავთ ქალი მხატვრების შემოქმედებას შუა სუკუნეებიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. აქცენტი XX საუკუნის მხატვრობაზე გაკეთდება, რადგან ქალი მხატვრების შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი სწორედ XX საუკუნის დასაწყისიდან გახდა.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ მხატვართა ინდივიდუალობაზე, შემოქმედებით თვითმყოფადობასა და ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ მსოფლმხედველობრივ თუ სტილურ თავისებურებებზე.

რეტროსპექტული ხასიათის ლექცია მდიდარი ვიზუალური მასალით იქნება საინტერესო.

ლექცია განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული მსურველისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობა - 60 წუთი
ჩატარების დრო - 4 დეკემბერი, 16:00
პროგრამის ავტორი - ცისია კილაძე


პროგრამა გაიმართება Zoom პლატფორმაზე.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი 

პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის ნაწილს.

#ერთადძალადობისწინააღმდეგ 

https://www.traditionrolex.com/9