https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

მუზეუმის პროგრამა დისტანციური სწავლებისთვის

 15/10/2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგების და სტუდენტების მხარდასაჭერად, გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს მუზეუმის გამოფენების მიხედვით. 19 ოქტომბრიდან საშუალება გეძლევათ აირჩიოთ ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამიდან თქვენთვის საინტერესო თემა და ჩაეწეროთ თქვენს კლასთან ერთად ონლაინ გაკვეთილზე, რომელიც Zoom-ის პლატფორმაში გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში მუზეუმის სპეციალისტები მოგიყვებიან კავკასიის ბუნების, არქეოლოგიური აღმოჩენების, შუა საუკუნეების ხელოვნების, ტრადიციული სამოსისა და იარაღ-საჭურველის, საბჭოთა ეპოქის, ქართული მხატვრობის და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. 

იხილეთ ვირტუალური შეხვედრების განრიგი. 

გაკვეთილებზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაცია. 

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ზაალიშვილი 599501125;  zaalishvilitamuna1978@gmail.com  

*Zoom შეხვედრის ბმულს მიიღებთ თქვენს ელ. მისამართზე გაკვეთილის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

https://www.traditionrolex.com/9