Museum - ჩატარებული ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩატარებული ღონისძიებები

Share
2007-10-07

ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში

2007 წლის 5 ოქტომბერიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმში შემეცნებითი პროექტი "ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში" დაიწყო. საგანმანათლებლო პროგრამას ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი  გოგი ხოშტარია უძღვება.

2007-10-03

ტენდეციები უმაღლეს განათლებაში

2007 წლის 19 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში აშშ-ს საფოლკის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტის მარგარეტ დენიზის საჯარო ლექცია მოეწყობა, სახელწოდებით « ტენდეციები უმაღლეს განათლებაში ». 

2007-10-03

ჩვენი ცოდნა ჰომინინების ისტორიის შესახებ

2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიუმის აუდიტორიაში ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორის ლორენცო რუკის ლექცია მოეწყო, სახელწოდებით : « ნამარხი ძუძუმწოვრების კოლექციები და ჩვენი ცოდნა ჰომინინების ისტორიის შესახებ »ლორენცო რუკი მსოფლიოში ცნობილი პალეონტოლოგი გახლავთ. იგი მონაწილეობს საქართველოში დმანისისა და ეთიოპიაში ერიტრას პროექტებში.

2007-05-03

დავით ლორთქიფანიძე აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გახდა

აშშ-ს საელჩო საქართველოში სიამოვნებით იუწყება, რომ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ცნობილი პალეოანთროპოლოგი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერების განვითარებაში მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო არჩეულია აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (The National Academy of Science of the United States of America) უცხოელ წევრად. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობა მეცნიერისათვის უდიდესი პატივია.

2006-11-06

UNESCO მხარს უჭერს ეროვნული მუზეუმის პროექტს -“ს. ჯანაშიას ისტორიის მუზეუმის ეთნოგრაფიული ფილემების კოლექციის დაცვა”

2007 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს UNESCO -ს მიერ დაფინანსებულ პროექტის -"ს. ჯანაშიას ისტორიის მუზეუმის ეთნოგრაფიული ფილემების დაცვა" - მეორე ეტაპს. 

2006-11-06

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნობელის პრემიის ლაურეატს მასპინძლობს

25 ივნისს 14:30 სთ-ზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი ბიოფიზიკოსის პროფესორ ჰარტმუტ მიშელის ლექცია ჩატარდა.

0000-00-00

ესპანეთის სამეფოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში

2008 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ესპანეთის სამეფოს სორიას ჰერცოგთა ფონდის პრეზიდენტმა რაფაელ ბენხუმეამ ხელი მოაწერესსაქართველოში სორიას ფონდისწარმომადგენლობის გახსნის შესახებხელშეკრულებას. 

0000-00-00

სტუმარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

9 აპრილს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აშშ-სსახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოადგილესაზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოლინგრაფი ესტუმრა.