Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

საჯარო ლექცია - „დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი“

 22/02/2024

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ორგანიზებით, 2024 წლის 9 თებერვალს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა საჯარო ლექცია - „დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი“, რომელიც წაიკითხა ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეოლოგმა ჯიმშერ ჩხვიმიანმა.  ლექციას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (იმსა) წევრი პედაგოგები და ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის მოსწავლეები. 

 

საჯარო ლექცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „სხვა“ დმანისის ისტორია: არაბობიდან ქართულ რეკონსტრუქციამდე (VII-XII საუკუნეების დმანისის ისტორიისა და კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევა ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მიხედვით” N FR-21-3638/ ფარგლებში (ხელმძღვანელი ნ. დემურიშვილი).