https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

მაია პატარიძის წიგნის პრეზენტაცია - „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური"

 24/07/2020

2 აგვისტოს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერის, მაია პატარიძის წიგნის პრეზენტაცია - „სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური (პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები ძვ.წ. V - ახ. წ. XVIII საუკუნეები)". 

წიგნში ისტორიული, არქეოლოგიური თუ ეთნოლოგიური კვლევის საშუალებით განხილულია სვანეთი არა როგორც ცალკეული რეგიონი, არამედ მთელი საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ამ ფონზე ნუმიზმატიკურ ძეგლებზე (და არა მარტო ნუმიზმატიკურზე) დაყრდნობით წარმოჩენილია სვანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება დროის უდიდესი მონაკვეთის მანძილზე, მისი მჭიდრო ურთიერთობა კოლხეთის ბართან და ამ გზით - მეზობელ ქვეყნებთან.

ნაშრომი შევიდა სამეცნიერო მიმოქცევაში და მკითხველს მულტიდისციპლინარული კვლევის საშუალებით აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება არქეოლოგიურმა, ეთნოლოგიურმა, წყაროთმცოდნეობითმა, გლიპტიკურმა და ნუმიზმატიკურმა კვლევებმა შექმნას კონკრეტული რეგიონის, ამ შემთხვევაში სვანეთის ისტორიის მეტნაკლებად სრული სურათი და, ამავდროულად, მისი გენეტიკური კავშირი მთელი ქვეყნის გმირულ წარსულთან და კულტურასთან.   

ნაშრომი, ერთი მხრივ, პოპულარიზაციას უწევს სვანეთში აღმოჩენილ მონეტებს, მეორე მხრივ კი ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებს კვლევის ახალ მოდელს სთავაზობს, სადაც კვლევის ფუნდამენტი სამონეტო აღმოჩენებია.

წიგნი დაიბეჭდა მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

მისამართი: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.

დასწრება თავისუფალია! 


 

https://www.traditionrolex.com/9