https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა

 11/04/2023

ეროვნული გალერეა

შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციებიდან.

შალვა (ვალერიან) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც ხატვაც ისწავლა. შემდეგ სწავლა თბილისში, „სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან“ არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა, 1913-1918 წლებში კი წარჩინებით სწავლობდა კიევის სამხატვრო სასწავლებლში.

1918 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი აქტიურად ჩაერთო დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში. იგეგმებოდა შალვა ძნელაძის, როგორც სტიპენდიატის, გაგზავნა საზღვარგარეთ, რასაც ხელი შეუშალა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიამ.

შალვა ძნელაძე პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებდა სპექტაკლების გაფორმებას ჩოხატაურის სახალხო თეატრში. იგი, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი, თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალების რედაქციებთან, მხატვრულად გააფორმა არაერთი საბავშვო წიგნი, მონაწილეობდა თბილისში გამართულ გამოფენებში, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადების გამო, ძირითადად, მშობლიურ ჩოხატაურში ცხოვრობდა, სადაც დაუღალავად მუშაობდა პორტრეტებსა და პეიზაჟებზე, ნატურმორტებსა და ჩანახატებზე. მან 2000-მდე ნამუშევარი შექმნა.

შალვა ძნელაძე 1934 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 1935 წელს, მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შალვა ძნელაძის გამოფენა გაიხსნება 11 აპრილს, 18:00 საათზე.

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9